მაია ბითაძე ოპოზიციას: შეეშვით ადამიანების ბულინგს. ამ ქვეყანას ერთხელ გადატანილი აქვს უკვე ურთიერთდაპირისპირება და მეორედ ამის უფლებას არ მოგცემთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 30 აპრილი 2024, 14:31

მოსახლეობას მივმართავ - შეეცადეთ, რომ შეიყვაროთ ერთმანეთი, შეეშვათ ერთმანეთის სტიგმატიზაციას. ჩვენს ოპოზიციას მივმართავ, რომ თავი დაანებონ მავნებლობას, სპეკულაციას ევროპული დროშით, იმ დროშით, რომლისთვისაც არაფერი გაგიკეთებიათ, - აღნიშნული განცხადება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

ამასთან, მაია ბითაძემ ოპოზიციას მოუწოდა შეეშვან ადამიანების ბულინგს.

„ამ ქვეყანას ერთხელ გადატანილი აქვს უკვე ურთიერთდაპირისპირება და მეორეჯერ ამის უფლებას არ მოგცემთ.

ერთადერთს, რასაც მე არ ვპატიობ, მათ შორის, ჩემს თავს და არ ვპატიობ, მათ შორის, ჩემს გუნდს, არის ის, რომ ჩვენ უფრო მეტი უნდა გაგვეკეთებინა ამ წლების განმავლობაში იმისთვის, რომ ჩვენი ახალგაზრდების, ასე ვთქვათ, ცნობიერებამდე უფრო მეტი ინფორმაცია მიგვეტანა რას ნიშნავს პატრიოტიზმი და რას ნიშნავს იყო ევროკავშირის თანასწორუფლებიანი წევრი“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ელისო ბოლქვაძის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაცია სომხეთის რესპუბლიკაში შეხვედრებს განაგრძობს
ბექა ოდიშარია „გამჭვირვალობის კანონზე“: ევროკავშირს არავინ გულისხმობს და არ არის მთავარი აქტორი ევროკავშირი, არამც და არამც
საფრანგეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და „ჰამასის“ ლიდერების დაპატიმრების ორდერის მოთხოვნის შესახებ
ბატონი ხანის მიერ ამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ფარსად გადააქცევს
მაიკ ჯონსონი - კონგრესი განიხილავს ყველა ვარიანტს, მათ შორის სანქციებს, რათა დაისაჯოს ჰააგის სასამართლო და უზრუნველყოს, რომ მისი ხელმძღვანელობა ნახავს შედეგებს, თუ ისინი იმოქმედებენ
არქივი