დავით სონღულაშვილი: ცოტა ხნის წინ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში სამი უმნიშვნელოვანესი ფაქტი და მოვლენა მოხდა, რომლებსაც საუკუნის პროექტები შეიძლება ვუწოდოთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 30 აპრილი 2024, 14:57

ცოტა ხნის წინ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში სამი უმნიშვნელოვანესი ფაქტი და მოვლენა მოხდა, რომლებსაც საუკუნის პროექტები შეიძლება ვუწოდოთ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში განხორციელებული ყველაზე დიდი პროექტებია ერთი მხრივ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების რიკოთის უღელტეხილის 27-კილომეტრიანი მონაკვეთი, ზესტაფონის შემოვლითი 9-კილომეტრიანი მაგისტრალი და სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულების ქვეშეთი-კობის უნიკალური გვირაბის გაჭრის დასრულება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

როგორც მან აღნიშნა, ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული გზის მშენებლობა. გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვნად მცირდება მგზავრობის დრო, ეს პროექტები ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი ეფექტის მომტანი. კერძოდ, მეწარმეებისთვის მარტივდება, როგორც გასაღების ბაზრებთან ხელმისაწვდომობა, ასევე მცირდება პროდუქციის თვითღირებულება.

„ასევე გასათვალისწინებელია, რომ „შუა დერეფნის“ კონტექსტში იზრდება საქართველოს, როგორც ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბის მნიშვნელობა და ფუნქცია, რომელიც უკვე მატერიალიზებულია ბიუჯეტში კონკრეტული შემოსავლების სახით. ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გვექნება როგორც პირდაპირი, ასევე აკუმულირებული ირიბი ეფექტები. ეს არის სწორედ ის თანმიმდევრული ეკონომიკური რეფორმები და პროექტები, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს და რომელსაც გრძელვადიანი სარგებლიანობის პერსპექტივაში ვუყურებთ“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იენს სტოლტენბერგი - სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა არის თავდასხმა ჩვენს დემოკრატიებზე და ღია საზოგადოებებზე, ერთად უნდა დავდგეთ ღირებულებების შესანარჩუნებლად
იტალიელი ბლოგერი: თუ საქართველოში განვითარებულ მოვლენებში მართლა არის „უცხო ხელი”, ეს ნიშნავს, რომ განზრახვა არის, აიძულონ პუტინი შეიჭრას იქაც, რაც, შესაძლოა, მეორე ფრონტის გახსნით უკრაინაში მისი ქმედებების შესუსტების მცდელობა იყოს
რომან გოცირიძე: მთელ მსოფლიოში 17 მაისი აღინიშნება, როგორც ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე, საქართველოს ეკლესიამ კი ეს თარიღი დააკანონა, როგორც ოჯახის სიწმინდისა და მისი დაცვის დღე - სამღვდელოების მიერ ორგანიზებულ მარშზე არცერთი წესიერი ადამიანი არ უნდა გამოცხადდეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა
შსს გარდაბანში მომხდარ მკვლელობის საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
არქივი