გიორგი ქადაგიძე - ვანდალიზმის ფაქტი აქამდე არ მომხდარა, მაგრამ მეორე და მესამე მოსმენით თუ აპირებენ კანონის გატანას, პროტესტი იქნება გამძაფრებული, არავინ იცის, რა მოხდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 30 აპრილი 2024, 15:14

ამდენი დღეა, მიმდინარეობს მრავალათასიანი შეკრებები და ვანდალიზმის არცერთი ფაქტი არ მომხდარა, მაგრამ მეორე და მესამე მოსმენით თუ აპირებენ კანონის გატანას, ჩვენი პროტესტი იქნება გამძაფრებული, არავინ იცის, რა მოხდება, – ამის შესახებ გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება „ქართულ ოცნებას“.

„იყო კუნთების თამაში და ვითომ ძალის დემონსტრირება. ამას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ერთიანობა, სიმშვიდე, სიმტკიცე, მაგრამ ამავე დროს, სიხისტე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არ მივცეთ შესაძლებლობა, ეს კანონი გავიდეს დღეს და შემდეგ უკვე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მშვიდობით „ოცნება“ ერთპარტიული მმართველობიდან გავაცილოთ. „ქართული ოცნება“ მუდმივად ცდილობს ჩვენი მოთმინების გამოცდას. რამდენი ათასი ადამიანიც არ უნდა გამოვიდეს, მუდმივად ცდილობს მოთმინების გამოცდას. აქამდე მუდმივად ვამტკიცებდით, რომ ეს დემონსტრაციები არის უკიდურესად მშვიდობიანი, როგორც შეეფერება ევროპელ ხალხს. ამდენი დღეა, მიმდინარეობს მრავალათასიანი შეკრებები და ვანდალიზმის არცერთი ფაქტი არ მომხდარა, მაგრამ მეორე, მესამე მოსმენით თუ აპირებენ კანონის გატანას და ასე უტიფრად, ჩვენი პროტესტი იქნება გამძაფრებული. შესაბამისად, მერე რა მოხდება, არავინ იცის და განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბატონი ხანის მიერ ამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ფარსად გადააქცევს
მაიკ ჯონსონი - კონგრესი განიხილავს ყველა ვარიანტს, მათ შორის სანქციებს, რათა დაისაჯოს ჰააგის სასამართლო და უზრუნველყოს, რომ მისი ხელმძღვანელობა ნახავს შედეგებს, თუ ისინი იმოქმედებენ
მეთიუ მილერი - იბრაჰიმ რაისის სიკვდილი არ ცვლის აშშ-ის ფუნდამენტურ პოზიციას ირანის მიმართ
ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება
ნანა კაკაბაძე - პრეზიდენტად წოდებულის მიერ ვეტო გამოყენებულია, როგორც მოლოტოვის კოქტეილი, რათა ცეცხლზე ნავთის დასხმაში მიეხმაროს ჩვენს "დაუძინებელ მეგობრებს", ნაცებს, მათ ანასხლეტებს და შეცდომაში შეყვანილ ახალგაზრდებს
არქივი