მამუკა მდინარაძე საყოველთაო-სახალხო შეკრების მონაწილეებს: დიდი მადლობა იმისათვის, რომ ჩვენი დღევანდელი ოპონენტები ასეთ დღეში არიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 30 აპრილი 2024, 15:37

დიდი მადლობა იმისათვის, რომ ჩვენი დღევანდელი ოპონენტები ასეთ დღეში არიან, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე საუბრისას.

„დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა იმ 200 000-ზე მეტ მოქალაქეს, რომლებმაც გუშინ მთელ მსოფლიოს და არა მხოლოდ საქართველოს აჩვენეს, რამდენად დიდია ერთობის ძალა, რამდენად დიდია სიმართლის ძალა, რამდენად დიდია სამშობლოს სიყვარულის ძალა, ეროვნული იდენტობის და ყველაფერი ქართულის ძალა, რამდენად შეგვიძლია ქართველებს, ამით ვიამაყოთ.

დიდი მადლობა იმისათვის, რომ ჩვენი დღევანდელი ოპონენტები ასეთ დღეში არიან, როგორც არიან ამ ხალხის დამნახველები. დიდი მადლობა იმისათვის, რომ ეს ყველაფერი არა ჩვენ, არამედ მათ უზრუნველყვეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეკრება თავად მოქალაქეებმა მოითხოვეს.

„მათვე მოითხოვეს და უზრუნველყვეს, რომ ამდენი ადამიანი დამდგარიყო გადაჭედილ რუსთაველზე და ეთქვა ერთხელ და სამუდამოდ, რომ დიახ, ჩვენ გვინდა გამჭვირვალობა, დიახ, ჩვენ გვინდა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა, ჩვენ გვინდა, გვემსახურებოდეს ჩვენი ხელისუფალი ისე, რომ ატარებდეს ეროვნულ ინტერესებს და არ მოქმედებდეს არავინ არასდროს ამ ქვეყანაში სხვა ქვეყნების, სხვა ფონდების და სხვა ძალების შესაბამისად. არამედ პირველი ინტერესი უნდა იყოს ქართული ინტერესი, რომელიც უნდა მოვიდეს შესატყვისობაში, შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, ღირებულებებთან და ჭეშმარიტ ევროპულ ინტერესებთან“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

მამუკა მდინარაძემ ასევე, გამოსვლისას ქართულ ჯარს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა.

„ქართულ ჯარს მივულოცავ დღევანდელ დღეს დიდი პატივისცემით, ჩვენს ვეტერანებს, ჩვენს გმირებს და მათ მაგალითებზე, პატრიოტიზმზე უნდა აღიზარდონ ჩვენი შვილები, ამ მოსაზრებას ალტერნატივა არ აქვს და დიდი მადლობა თითოეულ მათგანს“, - აღნიშნა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე როცა გამოდის, ეს არის საბჭოთა ქცევა, ჩვენ გვინდა შესვლა ევროკავშირში და არა საბჭოთა კავშირში
შალვა პაპუაშვილი: ქართველი ხალხის მიმართ აქამდე სანქციებს, როგორც შეზღუდვის ინსტრუმენტს, იყენებდა რუსეთი. თუკი ვინმეს უნდა, რომ რუსული მეთოდებით მოახდინოს გავლენა ქართველ ხალხზე, მიიღებს ზუსტად იმ პასუხს, რასაც რუსეთი იღებდა
შალვა პაპუაშვილი ოთხ საგარეო საქმეთა მინისტრზე: ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, არაევროპული ქცევა, როდესაც სხვა ქვეყანაში ჩადიხარ და იქ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე გამოდიხარ
26 ოქტომბერს ეს არჩევანი ექნება ქართველ ხალხს - ჩვენ გვინდა საქართველო თუ ჩვენ გვინდა სხვა ჯგუფებიდან მართული ტერიტორიული ერთეული
ვოლოდიმირ ზელენსკიმ პატიმართა მობილიზაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა
არქივი