მამუკა მდინარაძე: ქართველმა ხალხმა გუშინ დაგვიკვეთა და გვითხრა, დიახ, თქვენ მიიღებთ კანონს ოჯახური ღირებულებების შესახებ, თქვენ მიიღებთ კანონს გამჭვირვალობის შესახებ. ეს დავალება შესრულდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 30 აპრილი 2024, 15:51

ქართველმა ხალხმა გუშინ დაგვიკვეთა და გვითხრა, დიახ, თქვენ მიიღებთ კანონს ოჯახური ღირებულებების შესახებ, თქვენ მიიღებთ კანონს გამჭვირვალობის შესახებ, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გუშინდელ შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„რადგან არ მოიშალეს რაოდენობაზე ლაპარაკი და თავების თვლა, ცდილობენ თქვან, რომ თურმე ერთი და იგივე რაოდენობა ეტევა გადაჭედილ რუსთაველზე და რესპუბლიკის მოედანზე. ათჯერ ნაკლებ [რაოდენობასთან] დაკავშირებით, ხომ უნდა იყო თავხედი, რომ ეს მოახერხო [თქვა]. როგორ ჰკადრებთ ერთ ქართველს მაინც, სულ რომ რაღაც შეცდომაში იყოს შეყვანილი, ცხვრებს რომ ეძახით. იმერეთში კოლორიტი ადამიანი რომ გარდაიცვლება ხოლმე, სამგლოვიარო პროცესია 500-600 კაციანი ერთ კილომეტრზე იწელება. გაწელილ პროცესიას დაარქვეს 100 ათასი ადამიანი. შემდეგ იქ [პარლამენტთან] მართლაც 200 ათასი ადამიანი რომ დადგა, ამასაც 100 ათასი ადამიანი დაარქვეს. პიარული თავხედობა ჰქვია ამას, თუ რა ჰქვია არ ვიცი. ქართველმა ხალხმა გუშინ დაგვიკვეთა და გვითხრა, დიახ, თქვენ მიიღებთ კანონს ოჯახური ღირებულებების შესახებ, თქვენ მიიღებთ კანონს გამჭვირვალობის შესახებ და ერთხელ და სამუდამოდ დაარქმევთ ყველაფერს თავის სახელს. ეს დავალება შესრულდება“, - აღნიშნა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 77 პირი დააკავა, მათგან 23 ნარკორეალიზატორია
გურამ მაჭარაშვილი - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ აუცილებლად განიცდის მარცხს, არა მხოლოდ ოფისებს, არამედ ცენტრალურ ოფისსაც დახურავენ
გურამ მაჭარაშვილი - ამერიკას საქართველოსთან პარტნიორობა თუ სურს, ეს რეალურად უნდა იყოს ნაჩვენები, ქართული კანონი არ უნდა მოინათლოს რუსულად
საქპატენტმა ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) მიერ ორგანიზებულ „თაღლითობის საწინააღმდეგო ქსელის“ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ირაკლი ქადაგიშვილი: სახელმწიფომ იზრუნა, რომ გერმანიის მიმართულებით შესაბამისი რაოდენობის ავიაფრენები განხორციელდეს და ბილეთების რეალიზაცია ხელმისაწვდომ ფასებში მოხდეს
არქივი