ლევან მაჭავარიანი ოპოზიციას: ღიმილისმომგვრელია, როდესაც რუსული საქმის კეთებაზე ჩვენ გველაპარაკებით, ხალხმა განსაჯოს, რა არის რუსული საქმე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 30 აპრილი 2024, 16:27

ღიმილისმომგვრელია, როდესაც რუსული საქმის კეთებაზე ჩვენ გველაპარაკებით. ფაქტებით მოგახსენებთ რომელი რუსული საქმეები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ გაკეთებული და რას შეიძლება დავარქვათ მოღალატეობრივი საქმეები, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა პლენარულ სხდომაზე.

მან თემურ ალასანიაზე, გრიგოლ ვაშაძესა და კობა ნაყოფიას შესახებ ისაუბრა.

„მიშა სააკაშვილის ბიძა - თემურ ალასანია, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ყველა პროცესში, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და რომელიც დღესაც ძალიან აქტიურად ატარებს შეხვედრებს ემიგრანტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, გახლდათ „კაგებეს" პოლკოვნიკი.

გრიგოლ ვაშაძე, რომელიც იკავებდა საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციას, იყო პრეზიდენტობის კანდიდატი, მუშაობდა საბჭოთა კავშირის ბირთვული შეიარაღების განყოფილებაში.

კობა ნაყოფია, რომელიც წლების განმავლობაში იკავებდა „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივნის პოზიციას - იყო დსთ-ს ქვეყნების აღმასრულებელი კომიტეტის მრჩეველი. მას დღესაც აქვს რუსული პასპორტი“, - განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა.

მისივე თქმით, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის შედეგად დღეს ჩვენი ტერიტორიებს 20% ოკუპირებულია.

„გაგახსენებთ კოდორის ხეობის და ახალგორის სტატუსის შეცვლის ამბავს, კოდორის ხეობას მიენიჭა ზემო აფხაზეთის სტატუსი. გასაკვირია, რა შუაშია კოდორის ხეობა და ზემო აფხაზეთი. იმიტომ, რომ ეს ტერიტორიები უმტკივნეულოდ, სიცილ-კისკისში გადაებარებინათ რუსებისთვის.

გენერალი ყურაშვილი, რომელიც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრია, ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა - „ჩვენ რომ კოდორი გადავაბარეთ ტყვიის გასროლის გარეშე, ეს იყო ცალსახა ღალატიო“. არის თუ არა ეს რუსული საქმე?!“ - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

მან ის რეზოლუციაც გაიხსენა, რომელშიც საქართველო იყო ომის დაწყებაში დადანაშაულებული და რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ხელი მოაწერეს.

„ესენი ბედავენ ჩვენ გვეძახონ რუსული საქმის შემსრულებელი. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ომის წაგების შემდეგ, 2-3 წელიწადში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის ფედერაციის გაწევრიანებას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხმა მისცა“, - განაცხადა დეპუტატმა და წინა ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის გადაცემული სტრატეგიული ობიექტების სია წარადგინა.

„მესმის, რატომ არის ოპოზიციური ფლანგი შეშინებული, გუშინ ბიძინა ივანიშვილი მკვეთრად დაჰპირდა ხალხს, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი გასამართლდება. და როგორც შევძელით ამ რეჟიმის გარეშეც კანდიდატის სტატუსის მოპოვება, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერები კაბინეტიდან კაბინეტში დადიოდნენ ხელის შესაშლელად და არასამთავრობოები საშინელ დასკვნებს აგზავნიდნენ, ზუსტად ასე შეიყვანს ჩვენი ხელისუფლება საქართველოს თავისი ღირსებით, კულტურით და იდენტობით ევროპის დიდ ოჯახში“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ხვალ, ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავში ქვემო ქართლის პარტიულ აქტივს შეხვდება
21,23 და 24 მაისს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება
ირაკლი კობახიძე: ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო
თბილისში, ოპოზიციის მიტინგზე გამომსვლელი ესტონელი მარგუს ცაჰკნა: ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ჩვენ აღვმართავთ ცისარტყელას დროშას
შალვა პაპუაშვილი - ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე როცა გამოდის, ეს არის საბჭოთა ქცევა, ჩვენ გვინდა შესვლა ევროკავშირში და არა საბჭოთა კავშირში
არქივი