გიორგი ჩაკვეტაძე: არავის მივცემთ საშუალებას საქართველოს მშვიდობიანი, ევროპული განვითარების გზა ეჭვქვეშ დააყენოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
101 30 აპრილი 2024, 17:17

მინდა შევახსენო „ნორჩ ლელოელებს“, „ნორჩ ნაცებს“ „გვარამიას მიმდევრებს“ და „ნორჩ მელიებს“, რომ საქართველომ ძალიან ბევრი ქარტეხილი გამოიარა. ჩვენ ყველა გამოწვევას, ერთობლივი ძალებით, აუცილებლად დავძლევთ და სანამ ახალგაზრდობის სახელით საუბარს გადაწყვეტთ - კარგად ნახეთ გუშინდელი ჩვენი მსვლელობა, სადაც უამრავი ადამიანი გაერთიანდა საერთო იდეალების გარშემო, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებას.

გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, „მამული, ენა, სარწმუნოება“ - ამ იდეალების გარშემო დღევანდელ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი ერთიანდება.

„ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ საქართველოს მშვიდობიანი, ევროპული განვითარების გზა ეჭვქვეშ დააყენოს. „მამული, ენა და სარწმუნოება“ - ამ იდეალების გარშემო დღევანდელ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი ვერთიანდებით და ვერავინ შეძლებს ჩვენი ამ გზიდან გადაყვანას“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - საქართველოს მომავალი ახალგაზრდებს ეკუთვნის - ჩვენს ქვეყანას ჰყავს სანიმუშო, გამორჩეულად ნათელი და პროგრესული ახალგაზრდობა და ამ ქვეყნის მართვისა და განვითარების საქმე მომავალში სწორედ მათ უნდა გადაიბარონ
არჩილ თალაკვაძე: მთელ საერთაშორისო საზოგადოებას დღეს ვაწვდით ხმას, რომ საქართველო და ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი, როდესაც საქმე ეხება სამშობლოს და ოჯახს
ხვალ, ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავში ქვემო ქართლის პარტიულ აქტივს შეხვდება
21,23 და 24 მაისს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება
ირაკლი კობახიძე: ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო
არქივი