დიმიტრი ხუნდაძე: დღეს ცხვრებად მოიხსენიეს სახალხო შეკრების მონაწილეები. შეურაცხყოფა არ მიკვირს, იმიტომ რომ საკუთარ მომხრეებსაც მიაყენეს შეურაცხყოფა და თქვეს: „ჩვენ ჩვენი მომხრეები ერთი დასტვენით გამოგვყავსო“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 30 აპრილი 2024, 18:35

დღეს ცხვრებად მოიხსენიეს [სახალხო შეკრების მონაწილეები]. ყველას ერთად მიაყენეს შეურაცხყოფა, „რუსული მარში“ დაარქვეს [შეკრებას], - ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივნის შეფასებით, გუშინ რუსთაველზე დაახლოებით 200 ათასი ადამიანი შეიკრიბა. მას ასევე მიაჩნია, რომ ამ ადამიანების შეურაცხყოფა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გასაკვირი არ არის.

„შეურაცხყოფა არ მიკვირს, იმიტომ რომ საკუთარ მომხრეებსაც მიაყენეს შეურაცხყოფა და თქვეს: „ჩვენ ჩვენი მომხრეები ერთი დასტვენით გამოგვყავსო“. როგორ შეიძლება საზოგადოებას უწოდო ცხვარი და ერთ დასტვენაზე გამოდის თურმე ეს ხალხი. ეს რა თქმა უნდა მიუღებელია. ამ აქციაზე ითქვა მთავარი - ის, რომ საქართველო უპირველეს ყოვლისა; ის, რომ დამოუკიდებლობა არც თუ მარტივად არის დღემდე მოტანილი და ამაში ძალიან ბევრი თაობა იყო ჩართული და ის, რომ რეალური სუვერენიტეტი არის ქვეყნის სიძლიერე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილება მიმართულია ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ, როგორ ბედავთ ისრაელის ჯარისკაცების შედარებას „ჰამასის“ მონსტრებთან
უხვმა ნალექმა თბილისის სხვადასხვა რაიონში პრობლემები გამოიწვია
გიორგი ვოლსკი: წარმატებისთვის გულშემატკივრობას დიდი მნიშვნელობა აქვს საპირისპიროდ იმისა, რასაც ჰქვია ფეხბურთელების ყოველდღიური ბულინგი
ელისო ბოლქვაძის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაცია სომხეთის რესპუბლიკაში შეხვედრებს განაგრძობს
ბექა ოდიშარია „გამჭვირვალობის კანონზე“: ევროკავშირს არავინ გულისხმობს და არ არის მთავარი აქტორი ევროკავშირი, არამც და არამც
არქივი