გიორგი კალანდარიშვილი: 5-წლიან უფლებამოსილებაში ყოფნა ნიშნავს ინსტიტუციის გრძელვადიანად განვითარებაზე ფიქრს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
12 30 აპრილი 2024, 18:51

5-წლიან უფლებამოსილებაში ყოფნა ნიშნავს გრძელვადიანად ინსტიტუციის განვითარებაზე ფიქრს. ეს ნიშნავს კიდევ მეტ ტრანსფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაციის, ეს ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებულ საარჩევნო და ბიზნეს პროცესებს, მითუმეტეს იმდენი გამოწვევების ფონზე, რომელიც დღეს ინსტიტუციას გააჩნია, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მან საქართველოს პარლამენტს მხარდაჭერისა და ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ვისარგებლებ თქვენი ეთერით და მადლობას გადავუხდი საქართველოს პარლამენტსა და ყველა მის წევრს, რომელმაც მხარდაჭერა და ნდობა გამოუცხადა როგორც ჩემს კანდიდატურას, ასევე, ჩემი კოლეგების კანდიდატურას, იმიტომ, რომ რეალურად 5-წლიან უფლებამოსილებაში ყოფნა ნიშნავს გრძელვადიანად ინსტიტუციის განვითარებაზე ფიქრს. ეს ნიშნავს კიდევ მეტ ტრანსფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაციის, ეს ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებულ საარჩევნო და ბიზნეს პროცესებს, მითუმეტეს იმდენი გამოწვევების ფონზე, რომელიც დღეს ინსტიტუციას გააჩნია.

პირველ რიგში, აღსანიშნავია ის, რომ მოახლოებულია საპარლამენტო არჩევნები, როდესაც პირველად ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ამომრჩეველს შევთავაზოთ ტექნოლოგიური ინტერვენცია კენჭისყრის დღის სხვადასხვა პროცესში, რომელიც მნიშვნელოვანწილად ამარტივებს კენჭისყრის დღის პროცესს, ხდის მას გამჭვირვალეს, სანდოს და უსაფრთხოს. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც როგორც მოკლევადიან პერსპექტივაში, ასევე, მომდევნო წლებშიც, როგორც მოგეხსენებათ შემდგომ საპარლამენტო არჩევნებს მოყვება პრეზიდენტის არჩევნები, შემდგომ, 2025 წლის ოქტომბერში ასევე გვექნება მუნიციპალიტეტის საერთო არჩევნები. ბუნებრივია, ეს არ არის ერთდღიანი, ორდღიანი სამზადისი, ამას სჭირდება გრძელვადიანად ფიქრი, დაგეგმარება, მართვა, განხორციელება, იმპლემენტაცია, რა თქმა უნდა, ევროპული და საერთაშორისო სტანდარტებით“, - აღნიშნა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იენს სტოლტენბერგი - სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა არის თავდასხმა ჩვენს დემოკრატიებზე და ღია საზოგადოებებზე, ერთად უნდა დავდგეთ ღირებულებების შესანარჩუნებლად
იტალიელი ბლოგერი: თუ საქართველოში განვითარებულ მოვლენებში მართლა არის „უცხო ხელი”, ეს ნიშნავს, რომ განზრახვა არის, აიძულონ პუტინი შეიჭრას იქაც, რაც, შესაძლოა, მეორე ფრონტის გახსნით უკრაინაში მისი ქმედებების შესუსტების მცდელობა იყოს
რომან გოცირიძე: მთელ მსოფლიოში 17 მაისი აღინიშნება, როგორც ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე, საქართველოს ეკლესიამ კი ეს თარიღი დააკანონა, როგორც ოჯახის სიწმინდისა და მისი დაცვის დღე - სამღვდელოების მიერ ორგანიზებულ მარშზე არცერთი წესიერი ადამიანი არ უნდა გამოცხადდეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა
შსს გარდაბანში მომხდარ მკვლელობის საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
არქივი