დიმიტრი ხუნდაძე 2008 წლის ომზე: იმ ტიპის დანაშაული, რაც ქვეყანაში იყო ჩადენილი და რის შედეგიც არის უმძიმესი, რომ ქვეყნის 20% არის ოკუპირებული, არ შეიძლება, გამოძიების გარეშე იყოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 30 აპრილი 2024, 18:52

ამ მძიმე პროვოცირების ჩამდენი დღესაც „ვივამედიდან“ როგორც ალტერნატივა, ისეა წარმოდგენილი, - ამის შესახებ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე საუბრისას „დღის ქრონიკაში“ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

„იმ ტიპის დანაშაული, რაც ქვეყანაში იქნა ჩადენილი და რის შედეგიც არის უმძიმესი, რომ ქვეყნის 20% არის ოკუპირებული, არ შეიძლება, რომ გამოძიების გარეშე იყოს. მით უმეტეს, როდესაც პროცესები წარიმართა იმდაგვარად და ამ პროცესებში თავად დასავლელი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები აკეთებდნენ განცხადებებს, პირდაპირ ციტირებდნენ, რომ ყველაფერი გააკეთა სააკაშვილმა, მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომ რუსეთის პროვოცირება გამოეწვია. ამ პროვოცირებას მოჰყვა ის უმძიმესი შედეგი, რაც ქვეყანას დღემდე ტვირთად აწევს. ეს თქვა მაკკეინმა, ეს თქვა კონდოლიზა რაისმა, ასევე გერმანიის მაშინდელმა ელჩმა, ასევე სარკოზიმ. ისინი ამბობდნენ, რომ სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რუსეთის პროვოცირება მომხდარიყო“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ომის შემდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლითაც საკუთარ ჯარს დააბრალა ომის დაწყება.

„რეზოლუციებით ბრძოლა შემდეგაც გააგრძელა - ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა და ევრონესტში, როდესაც ევროინტეგრაციის გზაზე რეზოლუცია მნიშვნელოვანი იყო, ამ რეზოლუციას მათ მხარი არ დაუჭირეს. ამ მძიმე პროვოცირების ჩამდენი დღესაც „ვივამედიდან“ როგორც ალტერნატივა, ისეა წარმოდგენილი და ჩვენ შეგვახსენეს კიდეც უკრაინიდან, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ომის დამწყები, საქართველოს რუსეთთან ომის გამჩაღებელი და „ქართული ოცნება“ ამას არ გააკეთებდა. ანუ როდესაც ხელისუფლება იწყებს 2008 წელს ასეთ პროვოცირებას, რასაც ასეთი მძიმე შედეგი მოჰყვება და რეალურ შედეგზე ის არ ზრუნავს, არა თუ ზრუნავს, ხელმეორედაც შეუძლია, მას იგივე გააკეთოს, თუ კი ასეთი დაკვეთა იქნება. ეს ძალიან მძიმეა და ასეთი პროცესი უნდა იყოს გამოძიებული. ეს პროცესი უნდა ომთან მიმართებაში, უნდა დაიწყოს და დეოკუპაციით უნდა დასრულდეს ყველა შემთხვევაში“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, შესაძლოა გადავხედოთ გადაწყვეტილებებს და პოზიციას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი - მას არ აქვს უფლება საარჩევნო კამპანიაში მიიღოს მონაწილეობა
შალვა პაპუაშვილი: „ქართული ოცნების“ მთელი სიძლიერე იმაშია, რომ არასდროს გავურბივართ შინაარსობრივ დისკუსიას - ოპოზიციამ კარგად იცის, სადაც შინაარსობრივ დისკუსიაში შემოვა, იქ არც ცოდნა და არც კომპეტენცია ჰყოფნის
საგარეო საქმეთა სამინისტრო დეზინფორმაციას უწოდებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, „საზღვარგარეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები უქმდება“
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას, სიყვარულის სიძულვილით ჩანაცვლებას - პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისთვის
არქივი