ანრი ოხანაშვილი - მიხეილ სააკაშვილი უნდა დაუბრუნდეს დისლოკაციის ადგილს, სასჯელაღსრულების დაწესებულებას, სადაც მისი ადგილია, კლინიკაში მისი ყოფნის საჭიროება არ არსებობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 30 აპრილი 2024, 19:44

მიხეილ სააკაშვილი უნდა დაუბრუნდეს დისლოკაციის ადგილს, სასჯელაღსრულების დაწესებულებას, სადაც არის მისი ადგილი, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში ყოფნის საჭიროება არ არსებობს.

„ჩვენ განცხადებებს ვისმენდით, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციონერი ლიდერი არის კრიმინალი მელიაო, მართალია, სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ შტურმს, პარლამენტის შენობაში შეჭრას აპირებდა, მაგრამ ხელი არ უნდა დაადოთო. ამ ხალხმა უღალატა კონსტიტუციას, გადადგნენ და ახალ გველაპარაკებიან მორალურ ფასეულობებზე. ჩვენ ამიტომ არ გავიზიარეთ ეს განცხადებები ისევე, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი ქვეყნების საპროტესტო ნოტა, ვითომ სააკაშვილი იყო წამების მსხვერპლი. დარჩა იქ, სადაც მას ეკუთვნის ყოფნა და მოუწევს კიდევ ყოფნა. სხვათაშორის გამოიტანა სარჩელი სტრასბურგის სასამართლოდან, იზრუნა იუსტიციის სამინისტრომ, კარგ მდგომარეობაში ვარო. დემენეცია განიკურნა, საქართველოში პირველად მოხდა, მსოფლიოში ასეთი პრეცედენტი არ არის. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანიც უნდა დაუბრუნდეს დისლოკაციის ადგილს, სასჯელაღსრულების დაწესებულებას, სადაც არის მისი ადგილი. კლინიკაში მისი ყოფნის საჭიროება არ არსებობს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პოლონეთში, რუსეთის დაკვეთით დივერსიის მცდელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სახელით გამოქვეყნებული წერილი ჰიბრიდული ომის ნაწილია, ახლაც აგრძელებენ რიტორიკას, თურმე დასავლეთიდან მოდის საფრთხე
ალექსანდრე რაქვიაშვილი - ერთიანი სიის იდეას მხარს ვუჭერთ, მოვუწოდებთ, ყველა „ნაცი“ და თითქმის „ნაციც“ „ნაცში“ გაერთიანდეს
ალექსანდრე რაქვიაშვილი: მგონი, გადაჭარბებული ყურადღება მივაქციეთ ერთი სენატორის ინიციატივას
„ნაციონალურ მოძრაობაში“ უარყოფენ ინფორმაციას, რომ პარტია თბილისის რაიონულ ოფისებს ფინანსური კრიზისის გამო ხურავს
არქივი