ანრი ოხანაშვილი გიორგი ვაშაძეს - ბინა კიდევ გაქვთ გაქირავებული რუსებზე? ცხოვრებაში რამე გადაგიხდიათ ქველმოქმედებისთვის?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 30 აპრილი 2024, 19:48

ბატონო გიორგი, სახელმწიფოსთვის რამდენი გადაგიხდიათ ქველმოქმედებისთვის, ცხოვრებაში რამე გადაგიხდიათ? ბინა გაქირავებული გაქვთ კიდევ რუსებზე? - ნუ იწყევლები, კაცი ხარ და მომისმინე, - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, რომელმაც ანრი ოხანაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე საუბარი გააპროტესტა.


ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პარლამენტში მყოფ ოპოზიციონერ დეპუტატებს საუბრის მორალური უფლება არ აქვთ.


„რა მორალური უფლებით საუბრობთ ან სამადაშვილი, ან ნაცვლიშვილი, ან ორდენოსანი ვაშაძე. რა მორალური უფლებით საუბრობთ? სიმწრის სიცილი რომ გაქვთ, სარკეში ჩაიხედეთ. არ გრცხვენიათ? რა მორალური უფლებით საუბრობთ ცალ ფეხზე რომ დგახართ და განცხადებებს იშველიებთ?“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.


ამასთან, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს თავის დროზე პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა და მათ „კიდევ ბევრჯერ მოგიწევთ ამ პოლიტიკურ განაჩენის დაგემოვნება“.


„ჩვენს საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილს თქვენმა რეჟიმმა წაართვა საქართველოს მოქალაქეობა, ხოლო თქვენმა ბელადმა,„ვივამედის“ კლინიკის პაციენტმა დათმო მოქალაქეობა და ბიძინა ივანიშვილს ეს რადიკალები ვერ პატიობენ, რომ ქართველ ხალხთან ერთად გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი. უნდა დაელოდოთ, კიდევ ბევრჯერ მოგიწევთ ამ პოლიტიკურ განაჩენის დაგემოვნება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯანმოს დირექტორი: ისრაელმა უნდა შეამსუბუქოს ყველა შეზღუდვა ღაზის სექტორში დახმარების მიწოდებაზე
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას “უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის - იმედს გამოვთქვამ, საქართველოს ლიდერები ამას გააკეთებენ
ირაკლი ქადაგიშვილი - პირველადი შეფასებებიდან ჩანს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში პოლიტიკური მოტივაცია მეტია, ვიდრე სამართლებრივი, არის რიგი ფაქტობრივი დამახინჯებები
გურამ მაჭარაშვილი - ვენეციის კომისიის დასკვნაში მთელი პოლიტიკური პროცესი იყო აღწერილი, რაც სცილდება კომისიის კომპეტენციას, ვენეციის კომისიასაც კი ათქმევინეს, რომ გამჭვირვალობა ცუდი ყოფილა
სალომე ქურასბედიანი: სალომე ზურაბიშვილმა თეორიული შანსიც კი არ დატოვა იმ სივრცისთვის, რომ მსჯელობა გაგრძელებულიყო - ვეტო, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს, მომდევნო სასესიო კვირაში დადგენილი წესით იქნება დაძლეული
არქივი