თინა ბოკუჩავა - ბატონო ანრი, დღეს თქვენგან გავიგეთ, რომ ამერიკულ, ფრანგულ, გერმანულ კანონებს თქვენ უკეთ იცნობთ - იქნებ, დაეხმაროთ გერმანიის კანცლერს, რომ საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას გაეცნოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 30 აპრილი 2024, 19:42
ბატონო ანრი, დღეს თქვენგან გავიგეთ, რომ ამერიკულ, ფრანგულ, გერმანულ კანონებს თავად ქვეყნის წარმომადგენლებზე უკეთ იცნობთ - იქნებ, თქვენ დაეხმაროთ გერმანიის კანცლერს, რომ საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას გაეცნოს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

„ბატონო ანრი, დღეს თქვენგან გავიგეთ, რომ ამერიკულ კანონს ამერიკელებზე უკეთ იცნობთ, ფრანგულ კანონს - ფრანგებზე უკეთ, გერმანულს - გერმანელებზე, მათ შორის, გერმანიის კანცლერზე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რაზეც ანრი ოხანაშვილმა უპასუხა, რომ „გერმანიის კანცლერი თავად იურისტი არ არის“. აღნიშნულზე თავის მხრივ, ბოკუჩავამ ასე უპასუხა: „არც იურისტები ჰყავს იმისთვის, რომ კომპეტენტური ინფორმაცია მიაწოდონ და იქნებ, თქვენ დაეხმაროთ, რომ საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას გაეცნონ. ალბათ, ძალიან მადლობლები იქნებიან, თუ თქვენ დაეხმარებით".

გარდა ამისა, თინა ბოკუჩავას თქმით, თუ მთავრობას შავი ფულის გამჭვირვალობა აინტერესებს, ბიძინა ივანიშვილის ფულით უნდა დაინტერესდეს.

"შავი ფულის გამჭვირვალობა თუ გინდათ, უპირველეს ყოვლისა, ივანიშვილის შავი ფულით დაინტერესდით, რომელმაც ოფშორების შესახებ კანონები იმიტომ მიიღო, რომ საქართველოში მილიარდები გადასახადში 1 თეთრის დახარჯვის გარეშე გადმორიცხოს. შავი ფული გაქვთ თქვენ და ეს ხალხმა ძალიან კარგად იცის“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ქადაგიშვილი - სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს სამართლებრივი შენიშვნა ვერ დაურთო, რაც არის რეალობა
გიორგი ამილახვარი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმზე“ სიტყვით წარდგა
მაია ორჯონიკიძე: საზარელი დღე იყო პირდად ჩემთვის 2012 წლის 1 ოქტომბერი - რატი ამაღლობელი არ მახსოვდა , ამ უკვდავი კასტის წარმომადგენელი რომ ოცნების მედროშე იყო მაშინ
დიმიტრი ხუნდაძე: ხედავენ რომ ქუჩაში პროტესტი შესუსტდა და მაშველი რგოლი იქნა მიწოდებული - მომიტინგეებს კარგი ხმაურისთვის ვიზებს დაურიგებენ, ხელისუფლებას გამჭვირვალობისთვის კი სანქციებს დაუწესებენ
პეტერ ფიშერი - თუ ეს კანონი ამჟამინდელი ფორმით იქნება მიღებული, გერმანია მხარს არ დაუჭერს საქართველოსთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას
არქივი