მამუკა არეშიძე: თანხები, რომელიც ამ წელს საქართველოში დასაფინანსებლად შემოვიდა, არ ხმარდება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხმარდება ქვეყანაში განსაზღვრული პოლიტიკური მიზნების მიღწევას, აქედან გამომდინარე, საჭირო იყო რეგულაცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 30 აპრილი 2024, 21:04

პოლიტიკაში არსებობს ასეთი პრინციპი - სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს. პრინციპი მუშაობს და ის თანხები, რომელიც ამ წელს საქართველოში დასაფინანსებლად შემოვიდა, არ ხმარდება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხმარდება ქვეყანაში განსაზღვრული პოლიტიკური მიზნების მიღწევას. აქედან გამომდინარე, საჭირო იყო რეგულაცია, - ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე საუბრისას “კვირის პალიტრასთან” განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში 35 ათასამდე არასამთავრობო ორგანიზაციაა, რაც პატარა ქვეყნისთვის ძალიან ბევრია, შესაბამისად, ამ სფეროში რეგულაციის მომხრეა.
არეშიძემ ყურადღება გაამახვილა რუსეთიდან და სამხრეთიდან შემომავალ თანხებზე და ნახევრად რელიგიურ ორგანიზაციებზე, რომლებიც ქვეყნისთვის დამაზიანებელ საქმიანობას ეწევიან.

“ეს იყო მთავრობის პოზიცია, შეეჩერებინათ ეს პროცესი და გაეკონტროლებინათ. საქართველოში 35 ათასამდე არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რაც პატარა ქვეყნისთვის ძალიან ბევრია. ჩემთვის, როგორც აღმოსავლეთის მიმართულების სპეციალისტისთვის, და კავკასიაზე მომუშავე პირისთვის უაღრესად საინტერესოა ის თანხა, რომელიც მოდის რუსეთიდან და სამხრეთიდან. ახლა ვინც ქუჩაში დგას, არც იციან იმ ორგანიზაციების არსებობის შესახებ. ვგულისხმობ ნახევრად რელიგიურ ორგანიზაციებს, რომლებიც სინამდვილეში პოლიტიკურია. ვიცი რა მიმართულებით მუშაობენ და რამხელა ზიანს აყენებენ ქვეყანას. ამ კანონში ზოგიერთი მუხლი და ფორმის ნაწილი არ მომწონს, მაგრამ კანონისა და რეგულაციების მომხრე ვარ. ეს წლების წინ უნდა გაკეთებულიყო. რა თქმა უნდა, დასავლეთი ჩვენი ბუნებრივი ორიენტაციაა. დასავლეთს საქართველოსთვის უზარმაზარი დახმარება აქვს გაწეული - ფინანსური თუ მორალური.” - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი, ან სხვა სახის არცერთი არგუმენტი არ არსებობს - „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა
გიორგი ამილახვარმა დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლობითი ინსტიტუციის - Universities UK International (UUKI) დირექტორთან შეხვედრა გამართა
ვენეციის კომისია - კანონის მიერ გამოხატვის, შეკრების თავისუფლებასა და პრივატულობაზე დაწესებული შეზღუდვები არ შეესაბამება მკაცრ მოთხოვნებს, რომლებიც მოცემულია “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის” და “სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის” მუხლებში
დიმიტრი ხუნდაძე: პრეზიდენტმა პრაქტიკულად ჩაკეტა ყველა შესაძლებლობა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის გარშემო ყოფილიყო განხილვა
ვენეციის კომისიამ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა
არქივი