პარლამენტის უკანა შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები გაიყვანეს - ადგილზე გამაფრთხილებელი ხმოვანი სიგნალიც გაისმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 30 აპრილი 2024, 22:12

პარლამენტის უკანა შესასვლელის ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები გაიყვანეს. ცოტა ხნის წინ პარლამენტის მიმდებარედ გაისმა გამაფრთხილებელი განცხადება დემონსტრანტებისადმი, რომ დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ნორმები.

მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს კანონით გათვალისწინებულ საზღვრებში დარჩენისკენ მოუწოდა. სამინისტრომ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელის ბლოკირება სცადეს.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ბაჩო დოლიძე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას განარიდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე: პროტესტის უკან დგანან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან
პოლონეთში, რუსეთის დაკვეთით დივერსიის მცდელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სახელით გამოქვეყნებული წერილი ჰიბრიდული ომის ნაწილია, ახლაც აგრძელებენ რიტორიკას, თურმე დასავლეთიდან მოდის საფრთხე
ალექსანდრე რაქვიაშვილი - ერთიანი სიის იდეას მხარს ვუჭერთ, მოვუწოდებთ, ყველა „ნაცი“ და თითქმის „ნაციც“ „ნაცში“ გაერთიანდეს
ალექსანდრე რაქვიაშვილი: მგონი, გადაჭარბებული ყურადღება მივაქციეთ ერთი სენატორის ინიციატივას
არქივი