უკრაინული მედია: პენტაგონში დაუშვეს რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შესაძლებლობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 30 აპრილი 2024, 22:24
პენტაგონის ხელმძღვანელმა, ლოიდ ოსტინმა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შესაძლებლობა დაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

სამშვიდობო მოლაპარაკებების ალბათობის კომენტირებისას, ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ პარტნიორების ამოცანაა უზრუნველყონ, რომ იმ დროს უკრაინა იყოს ყველაზე ძლიერ პოზიციაზე.

„ამ ტიპის კონფლიქტების უმეტესობა სრულდება რაიმე სახის მოლაპარაკებებით. ისევ და ისევ, როდესაც ეს მოხდება, ჩვენ გვინდა, რომ უკრაინა იყოს უკეთეს მდგომარეობაში, რათა მან მიაღწიოს თავის მიზანს და შეთანხმდეს სწორ საკითხებზე: რას დათანხმდება ან არ დათანხმდება. ჩვენი მიზანია დავრწმუნდეთ, რომ მათ დახმარება ექნებათ“, - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პეტერ ფიშერი - თუ ეს კანონი ამჟამინდელი ფორმით იქნება მიღებული, გერმანია მხარს არ დაუჭერს საქართველოსთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას
ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის დასახმარებლად გამოყენება
ჰადას მეიცადი - ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილება სამარცხვინოა და მორალურად აბსოლუტურად არასწორია
დიმიტრი ხუნდაძე: პარტნიორობა ურთიერთპატივისცემასა და თანასწოროუფლებიანობას უნდა ეფუძნებოდეს და არა უფროს-უმცროსის პოზიციას
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვოლოდიმირ ზელენსკი ლეგიტიმური პრეზიდენტია, რადგან საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება შეუძლებელია
არქივი