ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 30 აპრილი 2024, 22:35
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ისრაელში ჩავიდა. ბლინკენი ისრაელის ლიდერებთან ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ზომებს განიხილავს.

როგორც ენტონი ბლინკენმა განმარტა, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების კუთხით პროგრესი მიღწეულია, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია.

„ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ძალისხმევასთან ერთად, ჩვენს ყურადღების ცენტრში ახლა ცეცხლის შეწყვეტა და მძევლების სახლში დაბრუნებაა. ეს გადაუდებელია. ისრაელელებმა მოლაპარაკებების მაგიდასთან ძლიერი წინადადება წარადგინეს; მათ აჩვენეს, რომ მზად არიან კომპრომისზე წავიდნენ და ახლა ეს „ჰამასზეა“ დამოკიდებული. დაგვიანების დრო აღარაა. ახლა მოქმედების დროა“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა ისრაელში გამგზავრებამდე.

სავარაუდოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს პირველ მაისს შეხვდება.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 7 ოქტომბერს დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ ეს ისრაელში ენტონი ბლინკენის მეშვიდე ვიზიტია.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თავრიზში პრეზიდენტ რაისის ემშვიდობებიან
ნათია თურნავა: მოხარულები ვართ, რომ EBRD-იმ საქართველო წარმატებული რეფორმების მაგალითად აირჩია
გივი მიქანაძემ პარიზში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
კახა კალაძე: მიუღებელია შანტაჟის და მუქარის ენით საუბარი. მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტი ქვეყნის შიგნით იღებს კანონებს და პოლიტიკოსები ამის გამო უნდა დასანქცირდნენ? წარმოუდგენელია ისეთ აბსურდში ვართ შესული
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება: ეს კანონი ჩვენთვის არის არა ვაჭრობის საგანი, არამედ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ეფექტური საშუალება, ქვეყნის სუვერენიტეტით კი, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვივაჭრებთ
არქივი