რატი ბრეგაძე: ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას და დონორსაც სურს, რომ მის მიერ შემოსული დაფინანსების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელდეს და არ იცოდეს საზოგადოებამ თუ რაში იხარჯება ფული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 30 აპრილი 2024, 22:37

რეალობა ისაა, რომ ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას და ზოგიერთ დონორსაც სურს, რომ მის მიერ შემოსული დაფინანსების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელდეს და არ იცოდეს საზოგადოებამ, თუ რაში იხარჯება ფული, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.

მისივე თქმით, გავლენა და ინტერესი არ შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითი - არსებობს ძალიან დადებითი ინტერესები, რომელსაც ქართული ხელისუფლება უცხოელ პარტნიორებთან ერთად იზიარებს.

„რატომ უნდა გავიდეს რომელიმე უცხოური დონორი ორგანიზაცია საქართველოდან მას შემდეგ, რაც კანონით განისაზღვრება ტერმინი, რომ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია არის უცხო ძალის ინტერესის გამტარებელი?! როდესაც დონორი შემოდის ქვეყანაში, მას აქვს თავისი ინტერესები. გავლენა და ინტერესი არ შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითი, არსებობს ძალიან დადებითი ინტერესები, რომელსაც ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად ჩვენც ვიზიარებთ. უამრავი პროექტი გვაქვს, როგორც სახელმწიფო ორგანიზაციებს, ასევე, ხელს ვუწყობთ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ხელს ვუწყობთ, რომ მიიღონ დონორებისგან დაფინანსება და მათ შორის ჩვენც ვუწევთ რეკომენდაციას. ეს ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც დონორის და საქართველოს ინტერესი ერთმანეთს ემთხვევა. ეს უმრავლეს შემთხვევაში საქართველოს და ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების დონორებისა იყო სრულ თავსებადობაში. აქ არის რეალობა ის, რომ ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას და ზოგიერთ დონორსაც სურს, რომ მის მიერ შემოსული დაფინანსების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელდეს და არ იცოდეს საზოგადოებამ, თუ რაში იხარჯება ფული“, - აღნიშნა ბრეგაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯანმოს დირექტორი: ისრაელმა უნდა შეამსუბუქოს ყველა შეზღუდვა ღაზის სექტორში დახმარების მიწოდებაზე
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას “უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის - იმედს გამოვთქვამ, საქართველოს ლიდერები ამას გააკეთებენ
ირაკლი ქადაგიშვილი - პირველადი შეფასებებიდან ჩანს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში პოლიტიკური მოტივაცია მეტია, ვიდრე სამართლებრივი, არის რიგი ფაქტობრივი დამახინჯებები
გურამ მაჭარაშვილი - ვენეციის კომისიის დასკვნაში მთელი პოლიტიკური პროცესი იყო აღწერილი, რაც სცილდება კომისიის კომპეტენციას, ვენეციის კომისიასაც კი ათქმევინეს, რომ გამჭვირვალობა ცუდი ყოფილა
სალომე ქურასბედიანი: სალომე ზურაბიშვილმა თეორიული შანსიც კი არ დატოვა იმ სივრცისთვის, რომ მსჯელობა გაგრძელებულიყო - ვეტო, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს, მომდევნო სასესიო კვირაში დადგენილი წესით იქნება დაძლეული
არქივი