რატი ბრეგაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ამ ხალხისგან არაფერია გამორიცხული, ცდილობენ შეიტანონ მაქსიმალური დაძაბულობის მუხტი - სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე, რომ დაიცვას მოსახლეობის ინტერესი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 30 აპრილი 2024, 22:50

მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პოლიციელებს, რომლებიც ახლაც კი ქუჩაში დგანან და ცდილობენ, რომ დაიცვან საზოგადოებრივი უსაფრთხოება, თითოეული ჩვენგანი და მართლწესრიგი ამ რადიკალური ოპოზიციის მიერ წახალისებული სხვადასხვა ტიპის ჯგუფებისგან, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციისთვის, ნებისმიერი განსხვავებული აზრი მიუღებელია.

„დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო არის იმ მოწოდების სიმაღლეზე, რომ დაიცვას საკუთარი ხალხის ინტერესი. ამ ხალხისგან არაფერია გამორიცხული, რადგან როგორც აკვირდებით, მათი ყველა ქცევა არის რადიკალი ბოლშევიკების მიერ გადამღერებული ქცევა. ისინი არ იზიარებენ არავის აზრს და როდესაც კონსტიტუციაში კითხულობენ, რომ ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, ისინი სხვებს ადამიანებად არ თვლიან, გარდა საკუთარი თავისა და იმ ადამიანებისა, რომლებიც მათ შეხედულებებს იზიარებენ. შესაბამისად, ნებისმიერი განსხვავებული აზრი მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. თქვენ ახლა წაიკითხეთ ბატონი თარგამაძის პოსტი „პარაშის“ ხეხვაზე, შესაბამისად, მას ეტყობა ენატრება ის ნაციონალური წარსული, როდესაც ციხეში მათ შორის მისი მონაწილეობითაც აწამებდნენ და აუპატიურებდნენ. ვგულისხმობ პოლიტიკურ მონაწილეობას, რადგან ეს ადამიანიც იყო ერთ-ერთი წამახალისებელი ამ ძალადობრივი სისტემისა. ეს ნომერი რა თქმა უნდა მათ ვერ გაუვათ. ამას ქართულმა საზოგადოებამ 2012 წლიდან ძალიან მკაცრად უთხრა უარი და მას შემდეგ კიდევ რვაჯერ გაუმეორა უარი.

ეს ხალხი ცდილობს, რომ შეიტანოს მაქსიმალური დაძაბულობის მუხტი. არ სცემენ პატივს საქართველოს მოსახლეობას, მათთვის სრულიად მეასეხარისხოვანია რა არის ჩვენი სახელმწიფოს ინტერესი, უბრალოდ უნდათ, რომ შეასრულონ ნებისმიერი დაკვეთა, რისთვისაც თანხას მიიღებენ, სახელმწიფო კი არის მოწოდების სიმაღლეზე, რომ დაიცვას მოსახლეობის ინტერესი“, - განაცხადა ბრეგაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ქადაგიშვილი - პირველადი შეფასებებიდან ჩანს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში პოლიტიკური მოტივაცია მეტია, ვიდრე სამართლებრივი, არის რიგი ფაქტობრივი დამახინჯებები
გურამ მაჭარაშვილი - ვენეციის კომისიის დასკვნაში მთელი პოლიტიკური პროცესი იყო აღწერილი, რაც სცილდება კომისიის კომპეტენციას, ვენეციის კომისიასაც კი ათქმევინეს, რომ გამჭვირვალობა ცუდი ყოფილა
სალომე ქურასბედიანი: სალომე ზურაბიშვილმა თეორიული შანსიც კი არ დატოვა იმ სივრცისთვის, რომ მსჯელობა გაგრძელებულიყო - ვეტო, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს, მომდევნო სასესიო კვირაში დადგენილი წესით იქნება დაძლეული
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე ვეტო მომდევნო სასესიო კვირაში დადგენილი წესის შესაბამისად იქნება დაძლეული
სალომე ქურასბედიანი: რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ვენეციის კომისიამ ფაქტობრივად განაცხადა, რომ არასამთავრობოებს არ შეიძლება გამჭვირვალობა მოეთხოვოთ
არქივი