რატი ბრეგაძე: სააკაშვილი იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში და დაბრუნდება, როცა მოვა ამის შესაბამისი დრო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 30 აპრილი 2024, 22:59

სააკაშვილი იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში და დაბრუნდება, როცა მოვა ამის შესაბამისი დრო, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედი Live-ის“ წამყვანის კითხვას - ვიხილავთ თუ არა მიხეილ სააკაშვილს მალე არა „ვივა მედის“ კლინიკაში, არამედ პენიტენციურ დაწესებულებაში.

„ყველაფერი შესაძლებელია მას შემდეგ, რაც იქნება ექიმების რეკომენდაცია. ჩვენ ამის არ გვეშინია. პირიქით, აღვასრულებთ სამართალს და ვამბობთ ძალიან ხაზგასმით, რომ მსჯავრდებული პატიმარი იხდის სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში. სააკაშვილი იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში და დაბრუნდება, როცა მოვა ამის შესაბამისი დრო. ის დაბრუნებული იქნება იქ“, - აღნიშნა ბრეგაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რათა კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს
ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი, ან სხვა სახის არცერთი არგუმენტი არ არსებობს - „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა
გიორგი ამილახვარმა დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლობითი ინსტიტუციის - Universities UK International (UUKI) დირექტორთან შეხვედრა გამართა
ვენეციის კომისია - კანონის მიერ გამოხატვის, შეკრების თავისუფლებასა და პრივატულობაზე დაწესებული შეზღუდვები არ შეესაბამება მკაცრ მოთხოვნებს, რომლებიც მოცემულია “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის” და “სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის” მუხლებში
დიმიტრი ხუნდაძე: პრეზიდენტმა პრაქტიკულად ჩაკეტა ყველა შესაძლებლობა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის გარშემო ყოფილიყო განხილვა
არქივი