კახა კალაძე: მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ვახტანგ გომელაურს მადლობა გადავუხადო წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 01 მაისი 2024, 11:30

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს ვახტანგ გომელაურს მადლობა გადავუხადო წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა გამოვეხმაურო გუშინ პარლამენტთან და რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს. თქვენ იცით, რომ ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია უმაღლეს დონეზე. ნებისმიერ ადამიანს, რაც არ უნდა განსხვავებული მოსაზრება, პოზიცია ჰქონდეს, პოლიტიკური შეხედულება, აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველანაირი ფორმით, მაგრამ ეს უნდა იყოს რა თქმა უნდა კანონის ფარგლებში. გუშინ ყველამ ვნახეთ, საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები, მშვიდობიანი პროტესტის ნაცვლად, ახდენდნენ ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებას, პირდაპირ მოწოდებები კეთდებოდა ამასთან დაკავშირებით. აგრესიულ თავდასხმებს ახორციელებდნენ პოლიციელებზე, ხდებოდა სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფები, ქვების, ბოთლების სროლა და ა.შ. აღარ გავაგრძელებ. ამის ვიდეოკადრებიც არსებობს. დაზიანებულია მუნიციპალური ქონებაც. არაერთი მოწოდების მიუხედავად, მას შემდეგ, რაც აქცია მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის ფარგლებს გასცდა და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, სამართალდამცავებმა კანონით დადგენილი ღონისძიებები გაატარეს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს ვახტანგ გომელაურს მადლობა გადავუხადო წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის“, - აღნიშნა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სალომე ქურასბედიანი: რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ვენეციის კომისიამ ფაქტობრივად განაცხადა, რომ არასამთავრობოებს არ შეიძლება გამჭვირვალობა მოეთხოვოთ
სალომე ქურასბედიანი: ვენეციის კომისიას ისიც კი დააწერინეს, რომ ენჯეოებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობა ცუდი და არადემოკრატიულია - კომისიის პარადოქსული პოზიცია სამწუხარო და იმედგამაცრუებელია!
EBRD-ის ხაზინის ხელმძღვანელი: თითქმის შეუძლებელი იყო ღია ეკონომიკის მქონე პატარა ქვეყანას მიეღწია იმისთვის, რასაც რეალურად მიაღწია, ის, რაც საქართველომ გააკეთა, უმაღლესი კლასია
სალომე ქურასბედიანი: ვენეციის კომისია აპელირებს, თითქოს კანონი ხანმოკლე პერიოდშია მიღებული, სინამდვილეში, მისი განხილვა სტანდარტული პროცედურით რამდენიმე კვირის განმავლობაში, მრავალსაათიან საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მიმდინარეობდა
ვენეციის კომისია - ძლიერი რისკია, რომ კანონი შეეხებათ ორგანიზაციებსა და მედიებს, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებენ - უცხო ქვეყნების სახელით ლობისტური აქტივობები შესაძლოა დარეგულირებული ყოფილიყო ევროპული სტანდარტების შესაბამისად
არქივი