კახა კალაძე: თუ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აქვს ხელისუფლების შეცვლის სურვილი, ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით. რადიკალურ დაჯგუფებებს არ მოგეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში არეულობა შემოიტანოთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 01 მაისი 2024, 11:48

თუ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აქვს სურვილი, ხელისუფლების შეცვლის, ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით, არა რევოლუციებით და არა გადატრიალებით. არც ქვეყნის გარედან და არც ქვეყნის შიგნიდან არსებულ რადიკალურ დაჯგუფებებს და ძალებს არ მოგეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში არეულობა შემოიტანოთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი გუშინ ღამით აქციაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„ჩვენ 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ ის მიდგომები, რაც იყო განსხვავებული აზრის მიმართ. ყველას უნდა შეგვეძლოს განსხვავებული აზრის მიღება და ეს არ უნდა წარმოადგენდეს რაღაც უდიდეს პრობლემას. დღეს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია. ყველას აქვს შესაძლებლობა ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში გააკეთოს, მაგრამ როგორც კი იქნება გადაცდენა, სახელმწიფო, ხელისუფლება იმოქმედებს და მოახდენს რეაგირებას კანონის ფარგლებში.

ყველამ მინდა კარგად გაიაზროს, რომ არავის მივცემთ უფლებას, ქვეყანაში შექმნას დესტაბილიზაცია. ამ ქვეყნის მტრებს, არაკეთილმოსურნეებს გააჩნიათ სურვილი, რომ ქვეყანაში იყოს არეულობა, დესტაბილიზაცია. პატრიოტი ხელისუფლება მათ არ სჭირდებათ, სჭირდებათ აგენტები ხელისუფლებაში, ვინც ყველაფერს გააკეთებს, ყველა მათ დავალებას შეასრულებს თუნდაც ქვეყნის საწინააღმდეგოდ. ის გამოწვევები და სირთულეები, რაც იყო, რაზეც ვსაუბრობდით დღესაც დღის წესრიგშია.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ სახელმწიფო, ჩვენი სამშობლო და არავის მივცეთ იმის უფლება და შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში ხალხი ერთმანეთს დააპირისპიროს, შემოიტანოს არეულობა, რევოლუცია და ა.შ. დღეს საზოგადოება განვითარებულია და ზოგადად, თუ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აქვს სურვილი, ხელისუფლების შეცვლის, ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით, არა რევოლუციებით და არა გადატრიალებით. არც ქვეყნის გარედან და არც ქვეყნის შიგნიდან არსებულ რადიკალურ დაჯგუფებებს და ძალებს არ მოგეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში არეულობა შემოიტანოთ. ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე, დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს“, - აღნიშნა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია ვოლსკი - “ნაცმოძრაობა” იყო, არის და მომავალშიც იქნება, რა სახელიც არ უნდა დაირქვან, ზურაბიშვილს აქვს მცდელობები, სიას სათავეში ჩაუდგეს თავისი ქოლგით - ვიღაცამ ენამოსწრებულად თქვა, რომ ფუფალას ქოლგას უფრო ჰგავს ეს
დავით სონღულაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად კატარის სახელმწიფოში იმყოფება
თამთა მეგრელიშვილი: ყველა უნდა შევაჩვიოთ იმ აზრს, რომ ქართული სახელმწიფო არის ძალიან დიდი ღირსების, ისტორიული გამოცდილების მატარებელი სახელმწიფო, რომელთანაც ულტიმატუმის ენით საუბარი გამორიცხულია
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ჰააგის სასამართლოს სანქციებით დაემუქრა
ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს თავისი სტრატეგიული მიმართულებები არ შეუცვლია არც ქვეყნის შიგნით, დემოკრატიის თვალსაზრისით და არც ქვეყნის გარეთ, საგარეო პოლიტიკის კუთხით
არქივი