კახა კალაძე - არავის მიეცემა უფლება და შესაძლებლობა, ხალხი ერთმანეთს დააპირისპიროს, შემოიტანოს არეულობა, თუ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ხელისუფლების შეცვლის სურვილი ექნება, ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 01 მაისი 2024, 11:53

არავის მიეცემა უფლება და შესაძლებლობა, ქვეყანაში ხალხი ერთმანეთს დააპირისპიროს, შემოიტანოს არეულობა, რევოლუცია და ა.შ. დღეს საზოგადოება განვითარდა და ზოგადად, თუ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ხელისუფლების შეცვლის სურვილი ექნება, ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით, არა რევოლუციით და არა გადატრიალებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, ხელისუფლება ყოველთვის დადგება მოწოდების სიმაღლეზე, დაიცავს ქვეყანას, ხალხს და ქვეყნის ეროვნულ ინტერესს.

„ჩვენ 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ ის მიდგომები, რაც იყო განსხვავებული აზრის მიმართ და ყველას უნდა შეგვეძლოს განსხვავებული აზრის მიღება, ეს არ უნდა წარმოადგენდეს უდიდეს პრობლემას, დღეს გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, მაგრამ როგორც კი იქნება გადაცდენა, სახელმწიფო იმოქმედებს კანონის ფარგლებში. არავის მივცემთ უფლებას, ქვეყანაში შექმნას დესტაბილიზაცია, ამ ქვეყნის მტრებს აქვთ სურვილი, ქვეყანაში იყოს არეულობა, დესტაბილიზაცია. მათ არ სჭირდებათ პატრიოტი ხელისუფლება, მათ სჭირდებათ აგენტები ხელისუფლებაში, ვინც მათ ყველა დავალებას შეასრულებს, თუნდაც ქვეყნის საწინააღმდეგოდ, თუნდაც ქვეყნის ომში ჩათრევა, მეორე ფრონტის გახსნა, სანქციებზე მიერთება და ა.შ.

ის გამოწვევები და სირთულეები, რაც იყო, რაზეც ვსაუბრობდით, დღესაც დღის წესრიგშია და ჩვემ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ ჩვენი სამშობლო და არავის მიეცემა უფლება და შესაძლებლობა, ქვეყანაში ხალხი ერთმანეთს დააპირისპიროს, შემოიტანოს არეულობა, რევოლუცია და ა.შ. დღეს საზოგადოება განვითარდა და ზოგადად, თუ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ხელისუფლების შეცვლის სურვილი ექნებათ, ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით, არა რევოლუციით და არა გადატრიალებით. არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით რადიკალურ დაჯგუფებებს და ძალებს არ მოგეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში არეულობა შემოიტანოთ. ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე, დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს“, – განაცხადა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯანმოს დირექტორი: ისრაელმა უნდა შეამსუბუქოს ყველა შეზღუდვა ღაზის სექტორში დახმარების მიწოდებაზე
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას “უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის - იმედს გამოვთქვამ, საქართველოს ლიდერები ამას გააკეთებენ
ირაკლი ქადაგიშვილი - პირველადი შეფასებებიდან ჩანს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში პოლიტიკური მოტივაცია მეტია, ვიდრე სამართლებრივი, არის რიგი ფაქტობრივი დამახინჯებები
გურამ მაჭარაშვილი - ვენეციის კომისიის დასკვნაში მთელი პოლიტიკური პროცესი იყო აღწერილი, რაც სცილდება კომისიის კომპეტენციას, ვენეციის კომისიასაც კი ათქმევინეს, რომ გამჭვირვალობა ცუდი ყოფილა
სალომე ქურასბედიანი: სალომე ზურაბიშვილმა თეორიული შანსიც კი არ დატოვა იმ სივრცისთვის, რომ მსჯელობა გაგრძელებულიყო - ვეტო, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს, მომდევნო სასესიო კვირაში დადგენილი წესით იქნება დაძლეული
არქივი