თამთა მეგრელიშვილი: გუშინდელი აქცია გასცდა კანონით დადგენილ დასაშვებ საზღვრებს, ეს იყო გენერალური რეპეტიცია არჩევნების წინ, რამაც არ გაამართლა - ქართულ სახელმწიფოს ვერც გარედან და ვერც შიგნიდან ვერავინ უკარნახებს როგორ მოიქცეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 01 მაისი 2024, 12:44

„ქართული ოცნების“ საყოველთაო-სახალხო შეკრებამ ისტერია გამოიწვია ყველაზე ანტისახელმწიფოებრივ ძალაში "ნაციონალურ მოძრაობაში" და არასამთავრობო სექტორში რომელიც გამჭვირვალობას ემალება. ეს ძალები ღია, შეგნებულ რადიკალურ მოქმედებებზე მიდიან და პოლიციის მიმართ პირდაპირი გაგებით ძალას იყენებენ" - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი პარლამენტთან განვითარებული მოვლენების შესახებ.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ეს იყო გენერალური რეპეტიცია არჩევნების წინ, რამაც არ გაამართლა, რადგან სამართლებრივ სახელმწიფოს ასეთ ქმედებებზე კანონიერი პასუხი აქვს და ქართულ სახელმწიფოს ასეთ ვითარებაში ვერც გარედან და ვერც შიგნიდან ვერავინ უკარნახებს როგორ მოიქცეს.

„ქართული ოცნების“ საყოველთაო-სახალხო შეკრებამ ისტერია გამოიწვია ყველაზე ანტისახელმწიფოებრივ ძალაში "ნაციონალურ მოძრაობაში" და არასამთავრობო სექტორში რომელიც გამჭვირვალობას ემალება.

ეს ძალები ღია, შეგნებულ რადიკალურ მოქმედებებზე მიდიან და პოლიციის მიმართ პირდაპირი გაგებით ძალას იყენებენ.
მათ მიერ გამართული გუშინდელი აქცია გასცდა კანონით დადგენილ დასაშვებ საზღვრებს და ძალადობრივი ხასიათი მიიღო. პოლიტიკურ პოლიგონზე გამოსული, კარგად გადამზადებული "ნაციონალური მოძრაობა" მოქმედი პოლიტიკოსებითა და მათი აქტივით ჯამში დაახლოებით 3000-მდე პირი, პირდაპირ უტევდა ქართულ ძალოვნებს.

ეს იყო გენერალური რეპეტიცია არჩევნების წინ, რამაც არ გაამართლა, რადგან სამართლებრივ სახელმწიფოს ასეთ ქმედებებზე კანონიერი პასუხი აქვს და ქართულ სახელმწიფოს ასეთ ვითარებაში ვერც გარედან და ვერც შიგნიდან ვერავინ უკარნახებს როგორ მოიქცეს.

ხელით შეეხებით ძალოვანს? მოლოტოვის კოქტეილს შეუგდებთ? გაყინული წყლით სავსე ბოთლებს დაუშენთ? საგანგებოდ მიტანილ ქვებს ესვრით?

ლაზერს მიანათებთ თვალებში და სიტყვიერად შეურაცხყოფთ ძალოვანს? პასუხს მიიღებთ! რადგან ძალოვანი სახელმწიფოს ინტერესებისათვის და მის დასაცავად მოქმედებს და იცავს ქართული სახელმწიფოს, მათ შორის თქვენგან იცავს თქვენს წილ საქართველოს, რომ იცხოვროთ სუვერენულ სახელმწიფოში“, - წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯანმოს დირექტორი: ისრაელმა უნდა შეამსუბუქოს ყველა შეზღუდვა ღაზის სექტორში დახმარების მიწოდებაზე
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას “უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის - იმედს გამოვთქვამ, საქართველოს ლიდერები ამას გააკეთებენ
ირაკლი ქადაგიშვილი - პირველადი შეფასებებიდან ჩანს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში პოლიტიკური მოტივაცია მეტია, ვიდრე სამართლებრივი, არის რიგი ფაქტობრივი დამახინჯებები
გურამ მაჭარაშვილი - ვენეციის კომისიის დასკვნაში მთელი პოლიტიკური პროცესი იყო აღწერილი, რაც სცილდება კომისიის კომპეტენციას, ვენეციის კომისიასაც კი ათქმევინეს, რომ გამჭვირვალობა ცუდი ყოფილა
სალომე ქურასბედიანი: სალომე ზურაბიშვილმა თეორიული შანსიც კი არ დატოვა იმ სივრცისთვის, რომ მსჯელობა გაგრძელებულიყო - ვეტო, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს, მომდევნო სასესიო კვირაში დადგენილი წესით იქნება დაძლეული
არქივი