ეროვნული ბანკი უქმე დღეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 01 მაისი 2024, 13:05

ეროვნული ბანკი უქმე დღეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად განისაზღვრა.

სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, 7, 8 და 10 მაისს, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ეროვნული ბანკის საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემები. ნაღდი ფულის ოპერაციები და მონეტარული ინსტრუმენტები კომერციული ბანკებისთვის სრულად ხელმისაწვდომი იქნება. შესაბამისად, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ამავე პერიოდში გადახდის ოპერაციები შეუფერხებლად განახორციელონ. ასევე, ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებიც, მათ შორის, TIBR ინდექსისა და ოფიციალური გაცვლითი კურსის გამოქვეყნება.

ამასთან, 8 მაისს დაგეგმილი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა 22 მაისს გაიმართება. ამავე დღეს გამოქვეყნდება მონეტარული პოლიტიკის მორიგი ანგარიშიც.

რაც შეეხება ყვარლის ფულის მუზეუმს, მუზეუმი დამთვალიერებლებს ჩვეულ რეჟიმში 2024 წლის 11 მაისიდან უმასპინძლებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია ვოლსკი - უსამართლობა იქნება თუ კანონმდებელს კანონის მიღების გამო რაიმე სანქცია დაეკისრა - უსამართლობის პიკი იქნება თუ ოჯახის წევრებს გადასწვდებიან
კულება: რაც უფრო მეტად შევძლებთ რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეების განადგურებას, მით უფრო მალე დასრულდება ეს ომი უკრაინის გამარჯვებით
ამირან სალუქვაძე: ჩემთვის უფრო საინტერესოა, ვინ შეუკვეთა POLITICO-ს სტატია. როგორც გავიგე, ამ კონგრესმენს უკვე მესამედ შეაქვს კონგრესში მსგავსი ინიციატივა
ამირან სალუქვაძე: ბოლო პერიოდია, ქალბატონი ზურაბიშვილი ემსახურება პოლარიზაციის გაღრმავებას. ვეტოს ამ ფორმით დადებაც ამას ემსახურება
გიორგი კახიანი POLITICO-ს ინფორმაციაზე: ამერიკულ მხარეს ძალიან მარტივად შეუძლია გადმოდგას ის ნაბიჯები, რომელიც ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო მყარს და მჭიდროს გახდის
არქივი