ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
15 01 მაისი 2024, 13:19

აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, მასაცუგუ ასაკავას, ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, რეიჩელ ტომპსონს და აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, სამხრეთ, ცენტრალურ და დასავლეთ აზიაში ინგმინგ იანგს.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი იუჯინ ჟუკოვი, აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი ლესლი ბეარმან ლამი და აზიის განვითარების ბანკის სამდივნოს ხელმძღვანელი ასელ ჯუსუპბეკოვა.

ბანკის პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ჩატარების მნიშვნელობას და ფინანსთა მინისტრს მადლობა გადაუხადა წლიური შეხვედრის ორგანიზებისთვის.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარების მიმართულებით, რაც აისახა ეკონომიკურ ზრდაში.

ფინანსთა მინისტრმა ADB-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისათვის და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა მომავალ წლებშიც აქტიურად გაგრძელდება.

გარდა ამისა, შეხვედრაზე მხარეებმა ბანკის წლიური შეხვედრის კონტექსტში განიხილეს რეგიონული და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯანმოს დირექტორი: ისრაელმა უნდა შეამსუბუქოს ყველა შეზღუდვა ღაზის სექტორში დახმარების მიწოდებაზე
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას “უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის - იმედს გამოვთქვამ, საქართველოს ლიდერები ამას გააკეთებენ
ირაკლი ქადაგიშვილი - პირველადი შეფასებებიდან ჩანს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში პოლიტიკური მოტივაცია მეტია, ვიდრე სამართლებრივი, არის რიგი ფაქტობრივი დამახინჯებები
გურამ მაჭარაშვილი - ვენეციის კომისიის დასკვნაში მთელი პოლიტიკური პროცესი იყო აღწერილი, რაც სცილდება კომისიის კომპეტენციას, ვენეციის კომისიასაც კი ათქმევინეს, რომ გამჭვირვალობა ცუდი ყოფილა
სალომე ქურასბედიანი: სალომე ზურაბიშვილმა თეორიული შანსიც კი არ დატოვა იმ სივრცისთვის, რომ მსჯელობა გაგრძელებულიყო - ვეტო, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს, მომდევნო სასესიო კვირაში დადგენილი წესით იქნება დაძლეული
არქივი