აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 01 მაისი 2024, 13:32

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრესსამსახური ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა „სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის“ ხელმძღვანელთან, საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენელთან ქალაქ გუანჯოუში, ბექა მიქაბერიძესთან გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების ხელშეწყობის, ჩინური ინვესტიციების მოზიდვისა და ერთობლივი საწარმოების შექმნის შესაძლებლობები.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებასა და მეწარმეების მხარდაჭერას შეუწყობს ხელს.

შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, სამინისტროს „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ ხელმძღვანელი ვასილ ბაბუნაშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე მონაწილეობენ.

ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები საქართველოს ბიზნეს სახლის ხელმძღვანელის ორგანიზებით იმართება.

ბიზნეს სახლის მთავარი მისიაა ახალი აბრეშუმის გზაზე მყოფი ქვეყნები გააერთიანოს ერთი პლატფორმის ქვეშ და მათ შორის განავითაროს სავაჭრო-ბიზნეს ურთიერთობები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯანმოს დირექტორი: ისრაელმა უნდა შეამსუბუქოს ყველა შეზღუდვა ღაზის სექტორში დახმარების მიწოდებაზე
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას “უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის - იმედს გამოვთქვამ, საქართველოს ლიდერები ამას გააკეთებენ
ირაკლი ქადაგიშვილი - პირველადი შეფასებებიდან ჩანს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში პოლიტიკური მოტივაცია მეტია, ვიდრე სამართლებრივი, არის რიგი ფაქტობრივი დამახინჯებები
გურამ მაჭარაშვილი - ვენეციის კომისიის დასკვნაში მთელი პოლიტიკური პროცესი იყო აღწერილი, რაც სცილდება კომისიის კომპეტენციას, ვენეციის კომისიასაც კი ათქმევინეს, რომ გამჭვირვალობა ცუდი ყოფილა
სალომე ქურასბედიანი: სალომე ზურაბიშვილმა თეორიული შანსიც კი არ დატოვა იმ სივრცისთვის, რომ მსჯელობა გაგრძელებულიყო - ვეტო, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს, მომდევნო სასესიო კვირაში დადგენილი წესით იქნება დაძლეული
არქივი