ნინო წილოსანი: ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას როგორც ქვეყნის გარე, ასევე ქვეყნის შიდა რისკების გათვალისწინებით და ამ სიტუაციას ვმართავთ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 01 მაისი 2024, 15:08

ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას როგორც ქვეყნის გარე, ასევე ქვეყნის შიდა რისკების გათვალისწინებით და ამ სიტუაციას ვმართავთ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „ქრონიკაში“ პარლამენტიდან ჩართვისას განაცხადა.

ნინო წილოსანმა აღნიშნა, რომ ოპოზიციამ სცადა, პარლამენტში გამჭვირვალობის კანონპროექტის დღევანდელი განხილვა არ ჩატარებულიყო.

პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან კარგად მართა პროცესი. ახლა საკმაოდ კონსტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობს განხილვა. მათ არ ეძლევათ საშუალება, რომ გადაუხვიონ იმ რეგულაციებს, რომელიც კანონის განხილვის მიხედვით არის გათვალისწინებული. კითხვის დასმა არის კითხვის დასმა და აქ სხვა ინტერპრეტაციებს არ ექნება ადგილი. რამდენიმე დეპუტატი იქნა გაფრთხილებული რამდენჯერმე თავმჯდომარის მხრიდან, შემდეგ უკვე მათ დაატოვებინეს დარბაზი. აღარ ვსაუბრობ ძალადობრივ მომენტებზე - პლანშეტების სროლაზე, სხვადასხვა ნივთებისა და ბოთლების გამოყენებაზე. ეს ძირითადად რა თქმა უნდა, ხდებოდა მათი მხრიდან. ჩვენ თავის დაცვის და ამ სიტუაციის მართვის რეჟიმში ვიყავით. მომხსენებელი დეტალურად აწვდის ინფორმაციას ყველა კითხვის შესაბამისად, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი ვარაუდით, პროცესის ნახევარი უკვე გავლილია.

„ვფიქრობ, რომ ამ რეჟიმში გაგრძელდება, თუმცა, რა თქმა უნდა იქნება გარკვეული ასისტოლიები. მათ აქვთ მოლაპარაკებები, როდის უნდა დაძაბონ, როდის ელოდებიან ადამიანების მოსვლას რუსთაველზე თუ მათ მიერ დაანონსებული აქციების პირობებში. ზუსტად მაგ მომენტებში, რომ წაახალისონ მუხტი, ძაბავენ სიტუაციას და მიდიან ხოლმე პროვოკაციებზე. თუმცა, ჩვენი მხრიდან, მინდა საზოგადოება დავამშვიდო, მაქსიმალურად იქნება სიტუაციის მართვა, ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას როგორც ქვეყნის გარე, ასევე ქვეყნის შიდა რისკების გათვალისწინებით და ამ სიტუაციას ვმართავთ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე”, - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი