40
02 მაისი 2024, 08:42
სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი გერტ იან კოპმანი საქართველოშია . ევროკომისიის დირექტორი დღეს „ქართულ ოცნების“ წევრებს შეხვდება, მანამდე კი შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.
პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით რეფორმები გაგრძელდება. შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი თემა იყო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ .
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |