39
02 მაისი 2024, 11:07
პარიზში საპირველმაისო დემონსტრაციაზე რადიკალების ქმედებების შედეგად 57 პოლიციელი დაშავდა. ამის შესახებ BFMTV იტყობინება.
პარიზის პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებს დემონსტრაციაზე 35 ადამიანი დააკავეს, რომელთა უმრავლესობასაც ძალადობრივი ქმედებების მომზადება, D კატეგორიის იარაღის ფლობა და სახის დაფარვა, ხოლო 4-ს ადამიანს უშუალოდ პოლიციის წინააღმდეგ ფიზიკური ძალის გამოყენება ედება ბრალად.
საერთო ჯამში პარიზში აქციამ შარშანდელთან შედარებით უფრო მშვიდად ჩაიარა. პროფკავშირების ინფორმაციით, აქციაში 40 000 ადამიანი, პოლიციის ცნობით კი 18 000 ადამიანი მონაწილეობდა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |