ძალადობრივი აქცია იყო, რაც უმძიმესია და არავის უნდა ეპატიოს კანონს მიღმა გადადგმული ნაბიჯი. ყველაფერი ცხადი იქნება და ყველა დამნაშავე აგებს პასუხს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
14 02 მაისი 2024, 13:55

ძალადობრივი აქცია იყო, რაც უმძიმესია და არავის უნდა ეპატიოს კანონს მიღმა გადადგმული ნაბიჯი. ყველაფერი ცხადი იქნება და ყველა დამნაშავე აგებს პასუხს! ისიც გაირკვევა ის ადამიანები საიდან, როგორ დაზიანდნენ და ასე შემდეგ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტთან განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, აქციაზე იყო ისეთი ნივთები, რომელიც საქართველოში არ იყიდება.

„მოწოდებები იყო, რომ მთავარი საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირება მომხდარიყო. თუ გავიხსენებთ წინა აქციებს, მიზანმიმართულად ხდებოდა ადამიანების წაქეზება, შემდეგ შეატოვებდნენ პოლიციას პირისპირ, თვითონ გაიპარებოდნენ, მშვიდად ეძინათ სახლში. ჩვენ გუშინ ძალადობრივი ფაქტები ვიხილეთ, ძალადობრივი აქცია იყო, რაც უმძიმესია და არავის უნდა ეპატიოს კანონს მიღმა გადადგმული ნაბიჯი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ არცერთი რეზინის ტყვია არ ყოფილა გამოყენებული, თუმცა, თუ ამის აუცილებლობა იქნებოდა, განცხადებაც იქნებოდა გაკეთებული.

რაც შეეხება დაშავებას, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო მოკვლევა უკვე. აქციაზე იყო ისეთი ნივთები, რომელიც საქართველოში არ იყიდება და დასადგენია. ყველაფერი ცხადი იქნება და ყველა დამნაშავე აგებს პასუხს! ისიც გაირკვევა ის ადამიანები საიდან, როგორ დაზიანდნენ და ასე შემდეგ“,- აღნიშნა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იენს სტოლტენბერგი - სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა არის თავდასხმა ჩვენს დემოკრატიებზე და ღია საზოგადოებებზე, ერთად უნდა დავდგეთ ღირებულებების შესანარჩუნებლად
იტალიელი ბლოგერი: თუ საქართველოში განვითარებულ მოვლენებში მართლა არის „უცხო ხელი”, ეს ნიშნავს, რომ განზრახვა არის, აიძულონ პუტინი შეიჭრას იქაც, რაც, შესაძლოა, მეორე ფრონტის გახსნით უკრაინაში მისი ქმედებების შესუსტების მცდელობა იყოს
რომან გოცირიძე: მთელ მსოფლიოში 17 მაისი აღინიშნება, როგორც ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე, საქართველოს ეკლესიამ კი ეს თარიღი დააკანონა, როგორც ოჯახის სიწმინდისა და მისი დაცვის დღე - სამღვდელოების მიერ ორგანიზებულ მარშზე არცერთი წესიერი ადამიანი არ უნდა გამოცხადდეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა
შსს გარდაბანში მომხდარ მკვლელობის საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
არქივი