საფრანგეთის საგარეო უწყება - საფრანგეთი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში ვითარებას, გმობს ძალადობას და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი პროტესტის უფლება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 02 მაისი 2024, 20:19

საფრანგეთი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მოადგილემ, ქრისტოფ ლემუანმა განაცხადა.

ფრანგი დიპლომატის თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი და რომლებზეც ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი ღრმა მიჯაჭვულობა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მშვიდობიანი პროტესტის უფლება.

„საფრანგეთი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში არსებულ ვითარებას. ის გმობს ძალადობას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი პროტესტის უფლება და პრესის თავისუფლება“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი - ხელისუფლებამ თქვა, რომ პოლიტიკური გეზი არის ევროინტეგრაცია, ყველა ვუჭერთ ამას მხარს, მაგრამ ღირსებით, ქრისტიანული, მართლმადიდებლური თვითმყოფადობით, მრწამსით და აღმსარებლობით უნდა შევიდეთ ნებისმიერ გაერთიანებაში
ვახუშტი მენაბდე: ვენეციის კომისიის დასკვნა ყველა შემთხვევაში საყურადღებოა, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ ვწყვეტთ და არა კომისია, რა არის ჩვენი ქვეყნისთვის კარგი
თბილისში დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით გარკვეულ ქუჩებზე დღეს გადაადგილება შეიზღუდება
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართება
იენს სტოლტენბერგი - სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა არის თავდასხმა ჩვენს დემოკრატიებზე და ღია საზოგადოებებზე, ერთად უნდა დავდგეთ ღირებულებების შესანარჩუნებლად
არქივი