სალომე ზურაბიშვილმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 02 მაისი 2024, 21:04

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა  სალომე ზურაბიშვილმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 16 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 4 ქალი მსჯავრდებულია, ხოლო 8 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს.

შეწყალების აქტი შეეხო ასევე, 2 პირობით მსჯავრდებულს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულმა საგადახდო სისტემა Unistream-მა საქართველოში მუშაობა განაახლა, სიმართლეს არ შეესაბამება
შსს - დერილ შოლცი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს არ დაუკავებიათ და არც დროებითი მოთავსების იზოლატორში არ იყო გადაყვანილი
ნინო ფოჩხუა რომან გოცირიძეზე: სადამდე დაეცა ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი. ეს მატყუარა არაკაცი, თავის არაკაცობის ყველა სტანდარტს გადაახტა
„იუნისტრიმი“ საქართველოში ოპერირების განახლების შესახებ აცხადებს, ქართული ბანკები უარყოფენ
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო
არქივი