აქციის მონაწილეებმა შსს-ს ორსაათიანი ვადა მისცეს, რათა აქციაზე დაკავებული პირები გაათავისუფლონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 02 მაისი 2024, 22:53

აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნიდან საქართველოს პირველი არხის შენობასთან გადმოინაცვლეს და პირდაპირი ეთერი მოითხოვეს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, ხელისუფლებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს აძლევენ ორ საათს აქციის დროს დაკავებული პირების გასათავისუფლებლად.

„ახლა ჩვენი გზავნილი არის ერთადერთი, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ჩვენი თანამებრძოლები, რომლებიც უკანონოდ, ძალით ჩატენეს მანქანებში და დაიჭირეს. ეს ახალგაზრდები პოლიციისა და ხელისუფლებისგან ასეთ მოქცევას არ იმსახურებენ. ეს ახალგაზრდები არ იმსახურებენ ცემას, რეზინის ტყვიებს, რომლითაც გუშინ გაუსწორდნენ რობოკოპები და სპეცრაზმი. ეს ახალგაზრდები პიკეტირებას, ქუჩების გადაკეტვას ახდენენ, რათა მთელ მსოფლიოს გააგონონ, რომ საქართველო და ქართველი ერი იქნება ყოველთვის ევროპული ღირებულებების სადარაჯოზე და არასდროს დაუჭერს მხარს არც რუსული კანონის მიღებას და არც რუსეთუმე მთავრობას.

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ჩვენი თანამებრძოლები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მოძრაობები არ გაჩერდება და მივმართავთ უკიდურეს ზომებს. ასე არ შეიძლება, გაგრძელდეს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს უკანონო დაჭერები, თავზე გასვლები. ვითხოვთ, რაც შეიძლება მალე გაათავისუფლონ ახალგაზრდები. ახალგაზრდებს ველოდებით გმირთა მოედანზე, საიდანაც წაიყვანეს. ვაძლევთ დროს, გონივრულ ვადას ახალგაზრდების გასათავისუფლებლად. მათ აქვთ, მაქსიმუმ, ორი საათი, რომ ეს ახალგაზრდები იყვნენ აქ, ქუჩაში, ჩვენთან ერთად. ორ საათს ვაძლევთ ვაჟა სირაძეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გომელაურს და პირადად ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ აქ ვართ გამწარებული, განრისხებული ახალგაზრდები, გამწარებული ამ ხელისუფლებისგან, მაგრამ არა დაჩაგრულები. არავის ეგონოს, რომ დაჩაგრული ვართ. ვითხოვთ, გაათავისუფლონ და ამისთვის, მაქსიმუმ, ორი საათი არის სრულიად საკმარისი. ეს ადამიანები უკანონოდ არიან დაკავებული“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო
„გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები, ამიტომ გული გვტკივა და ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს დაპირისპირება - მხოლოდ სიყვარულს შეუძლია გაყოფილი ადამიანების შეკრება
დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში ვხედავთ დიდ შეტევას ოჯახურ ღირებულებებზე, აუცილებელი გახდა უფრო აქტიური მხარდაჭერა ოჯახური ღირებულებების და მათი წარმოჩენა, როგორც დიდი სიწმინდის
რუსთაველის გამზირზე, სადაც მოქალაქეები ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით იკრიბებიან, გზა გადაიკეტა
ჩინეთის ელჩი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი სრულებით ქვეყნის შიდა პოლიტიკაა - ჩინეთი არ ერევა შიდა პოლიტიკაში
არქივი