არჩილ თალაკვაძე: ვთქვით, რომ ეს აქციები აუცილებლად გადაიზრდებოდა ძალადობაში. ასეც მოხდა, იმიტომ რომ ამ პროტესტის მონაწილეთა რიგებში დგანან ოპოზიციონერები, რომლებსაც არეულობის მოწყობის დიდი გამოცდილება აქვთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 02 მაისი 2024, 23:29

ჯერჯერობით ერთი-ერთში სრულდება ხელისუფლების პროგნოზები. რასაც ჩვენ ვეუბნებით საზოგადოებას, არის გულწრფელი და ყველა ეს პროგნოზი გამართლდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ჩვენ ვამბობდით, რომ ლობისტებმა, პატრონებმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ჩაიქნიეს ხელი, უთხრეს, რომ ისინი უკანა რიგებში უნდა გადაიმალონ. ზუსტად ასე მოხდა. „ნაციონალური მოძრაობა“ გადამალეს უკანა რიგებში, დაშალეს, ამ პატარა ნაშალებით შექმნეს პოლიტიკური ჯგუფები და მათ შეუქმნეს პარალელური „ენჯეოები“. თუ რამე აზიანებს დღეს სამოქალაქო საზოგადოებას, ეს არის „ენჯეოების“ პოლიტიზება და დესტაბილიზაციის პროცესში პირდაპირი ჩართვა. ვინ არიან, ეს ფონდები, რა თანხებით ფინანსდება ეს მარგინალური ჯგუფები - ზუსტად ამას ეხება ეს კანონი გამჭვირვალობის შესახებ.

წინა დღეებში ვთქვით, რომ ეს აქციები, რომლებსაც ჯერჯერობით მშვიდობიანი ფორმა ჰქონდა, რეალურად გადაიზრდებოდა აუცილებლად ძალადობაში. ასეც მოხდა, იმიტომ რომ ამის უკან და ამ პროტესტის მონაწილეთა რიგებში დგანან ოპოზიციონერები, რომლებსაც არეულობისა და დესტაბილიზაციის მოწყობისა დიდი გამოცდილება აქვთ. არც დააყოვნეს. დღეს პირდაპირ გააკეთეს ბრიფინგი და თქვეს: „ჩვენ ვართ ამ მიტინგის წარმმართველები“ და პირდაპირ აიღეს პასუხისმგებლობა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუსთაველის გამზირზე, სადაც მოქალაქეები ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით იკრიბებიან, გზა გადაიკეტა
ჩინეთის ელჩი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი სრულებით ქვეყნის შიდა პოლიტიკაა - ჩინეთი არ ერევა შიდა პოლიტიკაში
სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ გიორგი ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
სოზარ სუბარი: ის, რაც გააკეთეს უცხოელმა პოლიტიკოსებმა, ეს არის ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა
სოზარ სუბარი პრემიერის თურქეთში ვიზიტზე: თურქეთი არის სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტი - მნიშვნელოვანია მასთან ასეთი მაღალი დონის ვიზიტი
არქივი