მეთიუ მილერი - შეშფოთებული ვართ კანონმდებლობით, რომელიც მუშავდება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 02 მაისი 2024, 23:33

ღრმად ვართ შეშფოთებული ვართ კანონმდებლობით, რომელიც ამჟამად მუშავდება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენ ასევე შეშფოთებული ვართ და ვგმობთ ცრუ ნარატივს, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები იყენებენ კანონმდებლობისა და ანტიდასავლური რიტორიკის დასაცავად. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა საქართველო დააყენეს საეჭვო ტრაექტორიაზე, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ძირს უთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას. ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია და არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას კონკრეტულ პასუხებზე, რომლებიც შეიძლება, განვახორციელოთ, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენ საკმაოდ ნათლად განვაცხადეთ, რამდენად სერიოზულად ვუყურებთ ამ საკითხს და რამდენად შეშფოთებული ვართ“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

კითხვაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რამდენად არის ჩართული ამ საკითხები, მეთიუ მილერმა განაცხადა: „შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ ის ყურადღებით ადევნებს თვალს. მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო, სხვადასხვა ქვეყანაში, ეს არის საკითხი, რომელზე ინფორმაციაც რეგულარულად აქვს“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი პრემიერის თურქეთში ვიზიტზე: თურქეთი არის სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტი - მნიშვნელოვანია მასთან ასეთი მაღალი დონის ვიზიტი
ვიქტორ ორბანი ხეერტ ვილდერსს ნიდერლანდების მემარჯვენე მთავრობის ფორმირებას ულოცავს - მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას, რომ ევროპა უფრო უსაფრთხო და ძლიერი გავხადოთ
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
„ქართული ოცნების“ პრესსამსახური: Youtube-ზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ყალბი სარეკლამო რგოლი ვრცელდება
შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის ორ მოქალაქესა და სამ რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა
არქივი