ლაშა ხუციშვილი - მნიშვნელოვანია, ყველა ქვეყანამ შეძლოს გამოწვევისთვის თვალის გასწორება - ნათელი მომავლისკენ ხიდის ასაგებად განვითარებაზე ორიენტირებულ პარტნიორებთან თანამშრომლობა გვჭირდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 04 მაისი 2024, 12:15
აზიის განვითარების ბანკი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია საქართველოსთვის, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ოფიციალურ გახსნაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ნათელი მომავლისკენ ხიდის ასაგებად განვითარებაზე ორიენტირებულ პარტნიორებთან მჭიდო თანამშრომლობა გვჭირდება“.

„დღეს არის წლიური შეხვედრის გახსნის ცერემონია, ჩვენი დევიზია მომავლისკენ ხიდის გადება და ამ სულისკვეთებით ვცდილობთ მთელ მსოფლიოში გეოპოლიტიკური ცვლილებების, კლიმატის ცვლილების, უთანასწორობის და სხვა მდგრადი განვითარების მიზნების დაძლევას და მოგვარებას. ამავდროულად, საქართველო პოზიციონირებს, როგორც აზიის და ევროპის დამაკავშირებელი ქვეყანა, თქვენ გმასპინძლობთ წელს, როგორც უკვე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მქონე სახელმწიფო და იმედი მაქვს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება ჩვენი როლის დაფასების აღმნიშვნელი ამ შუა დერეფნის კვალობაზე. ამავდროულად, მინდა ვთქვა, რომ აზიის განვითარების ბანკს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი პანდემიის, პანდემიის შემდგომ და ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე. ჩვენ მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ საქართველოში აზიის განვითარების ბანკის დახმარებით, კვლავ რჩება გამოწვევები ამ კომპლექსურ, ძალიან სწრაფად ცვალებად სამყაროში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანამ შეძლოს გამოწვევისთვის თვალის გასწორება. აზიის განვითარების ბანკი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია საქართველოსთვის. 2007 წლიდან, როცა ქვეყანა საერთაშორისო ბანკს შეუერთდა, მნიშვნელოვანი წინსვლა ვიქონიეთ, ჩვენ უკვე გავხდით აზიის განვითარების ფონდის დონორი, ამიტომ ეს განსაკუთრებულ როლს გვანიჭებს. ჩვენი პრიორიტეტები ამ ცვალებად გარემოში კვლავ მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა ნეგატიური გრძელვადიანი მდგრადობის სფეროში არსებული გავლენების დაძლევა, ფისკალური კონსოლიდაცია, კაპიტალური ინვესტიციების ხელშეწყობა, დიდი პოტენციალის ათვისება, რთული რეფორმების განხორციელება და დაკავშირებადობის უნარის გაზრდაა. ნათელი მომავლისკენ ხიდის ასაგებად ჩვენ მჭიდო თანამშრომლობა გვჭირდება განვითარებაზე ორიენტირებულ პარტნიორებთან და ამისთვის მზად ვართ. ყველას, ასევე, ჩვენს პარტნიორობას ამ მიმართულებით ძალიან დიდ წარმატებას ვუსურვებ“, - განაცხადა ხუციშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მასიურად იბარებს ხალხს კრიმპოლი. ამ წუთებშიც რეკავენ ყველასთან. ,,აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
ნანა კაკაბაძე - დღევანდელმა დღემ ბევრ რამეზე უნდა დააფიქროს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. პირველ რიგში, იმაზე, რომ თურმე მთლად ისე არ ყოფილა საქმე, როგორც წარმოგვიჩენდნენ ე. წ. ჯენ Z თაობის ახალგაზრდებს
სამაგიეროს მიიღებთ ხალხის სიმტკიცით, ერთობით, სიყვარულით და სიძულვილის დამარცხებით
მიხეილ ყაველაშვილი: დღეს სუვერენიტეტს სწორედ იმიტომ ვიცავთ, რომ ხვალ ის ახალგაზრდებს ჰქონდეთ და როგორ შეიძლება, მათ ზურგი შევაქციოთ და ერთად არ ვიმსჯელოთ კანონზე? მადლობა პრემიერს ასეთი შეთავაზებისთვის
საპატრიარქო - უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, მასში მონაწილეობა მთელმა საქართველომ მიიღო იმის დასტურად, რომ ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი
არქივი