The Wall Street Journal: კამპუსებში პროტესტებამდე რამდენიმე თვით ადრე სტუდენტებს აქტივისტთა ჯგუფები ტრენინგებს უტარებდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 04 მაისი 2024, 13:09
აშშ-ში ბოლოდროინდელი პროპალესტინური პროტესტების ტალღამ კოლეჯების კამპუსები მოულოდნელად მოიცვა და შოკში ჩააგდო მთელი ქვეყანა. მაგრამ პოლიტიკური ტაქტიკა, რომელიც საფუძვლად უდევს ზოგიერთ დემონსტრაციას, იყო გამოცდილი აქტივისტებისა და მემარცხენე ჯგუფების მრავალთვიანი ტრენინგის, დაგეგმვისა და წახალისების შედეგი, - ამის -შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს.

კოლუმბიის უნივერსიტეტში, პროტესტებამდე კვირებითა და თვეებით ადრე, სანამ პოლიცია ნიუ-იორკის კამპუსში ბანაკებს დაშლიდა და აკადემიური შენობებიდან დემონსტრანტების გამოიყვანდა, სტუდენტთა ორგანიზატორებმა დაიწყეს კონსულტაციები ისეთ ჯგუფებთან, როგორიცაა „ეროვნული სტუდენტები პალესტინაში სამართლიანობისთვის“ (National Students for Justice in Palestine, NSJP), კამპუსის პროტესტის ვეტერანები და ყოფილი „შავი პანთერები“ (Black Panthers).

„ჩვენ მოვუსმინეთ უფროსებს, შევედით მათთან დიალოგში და გავაანალიზეთ, როგორ პასუხობდა უნივერსიტეტი წინა პროტესტებს“, - ამბობს სუედა პოლატი, პროპალესტინური ბანაკში ორგანიზატორი და კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტურ მოძრაობას ერთიანი კონტროლის ცენტრი არ აქვს, დემონსტრანტებსა და რადიკალურ მემარცხენეებს შორის კავშირები არსებობს. NSJP დაახლოებით 20 წელია არსებობს და აქვს 300 ფილიალი მთელ აშშ-ში, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები კოლეჯებში ბანაკების მოწყობასა და შენობების დაკავებაში.

თვეების განმავლობაში NSJP-ის სოციალურ ქსელებში ქვეყნდებოდა სტუდენტური პროტესტების ვიდეოები, ოქტომბერში NSJP-მ კოლეჯებში „წინააღმდეგობის დღისადმი მიძღვნილი დემონსტრაციები“ ჩაატარა.

25 აპრილს NSJP-მ დემონსტრაციებში მონაწილე სტუდენტებს „მეგობრული რჩევა“ მისცა: ჩაიცვან კომფორტული ტანსაცმელი, სპორტული ფეხსაცმელი, თან იქონიონ წყალი და ბენდენა, თვალთვალისგან თავის ასარიდებლად. კიდევ ერთ X-პოსტში NSJP-მ პოლიციელები ღორებად მოიხსენია.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მასიურად იბარებს ხალხს კრიმპოლი. ამ წუთებშიც რეკავენ ყველასთან. ,,აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
ნანა კაკაბაძე - დღევანდელმა დღემ ბევრ რამეზე უნდა დააფიქროს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. პირველ რიგში, იმაზე, რომ თურმე მთლად ისე არ ყოფილა საქმე, როგორც წარმოგვიჩენდნენ ე. წ. ჯენ Z თაობის ახალგაზრდებს
სამაგიეროს მიიღებთ ხალხის სიმტკიცით, ერთობით, სიყვარულით და სიძულვილის დამარცხებით
მიხეილ ყაველაშვილი: დღეს სუვერენიტეტს სწორედ იმიტომ ვიცავთ, რომ ხვალ ის ახალგაზრდებს ჰქონდეთ და როგორ შეიძლება, მათ ზურგი შევაქციოთ და ერთად არ ვიმსჯელოთ კანონზე? მადლობა პრემიერს ასეთი შეთავაზებისთვის
საპატრიარქო - უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, მასში მონაწილეობა მთელმა საქართველომ მიიღო იმის დასტურად, რომ ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი
არქივი