ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი შეტევის გაფართოებისთვის ემზადება, კიევმა და მისმა მოკავშირეებმა კი ეს არ უნდა დაუშვან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 04 მაისი 2024, 16:21
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი თქმით, ქვეყანას ომის ახალი ეტაპი ელოდება. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი შეტევის გაფართოებისთვის ემზადება, რაც კიევმა და მისმა მოკავშირეებმა არ უნდა დაუშვან და ეს გეგმა უნდა ჩაშალონ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ხმელნიცკის ოლქში მესაზღვრეებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, უკრაინელი სამხედროები და მესაზღვრეები რუსეთის შეტევას უკვე 800 დღეა უწევენ წინააღმდეგობას. უკრაინის ლიდერის განცხადებით, უკრაინამ უნდა დაამტკიცოს, რომ ოკუპანტები ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მიაღწევენ დასახულ მიზნებს.

მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ვადინ სკიბიცკიმ „ეკონომისტთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთს შეუძლია შეტევა უკვე მაისში წამოიწყოს. მისივე ინფორმაციით, რუსეთის ფედერაცია დამატებითი სამხედრო ძალების განთავსებას ახდენს დონეცკის, ხარკოვის და სუმის ოლქებში. სკიბიცკის ცნობით, ყველაზე რთული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება უკრაინის შეიარაღებული ძალების მსხვილი საყრდენი პუნქტი ჩასოვი იარი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზელენსკი: უკრაინას საკუთარი ცის დასაცავად აუცილებელი საჰაერო თავდაცვის საშუალებების რაოდენობის მხოლოდ მეოთხედი აქვს
ხორვატიის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩის ახალი მთავრობა დაამტკიცა
გივი მიქანაძე: ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის ცალსახად გაცხადებული პოზიციაა, რომ ქართული სახელმწიფო მისი სიძლიერე ოჯახსა და ოჯახის სიწმინდეზე დგას
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 19 წლის აფხაზი გოგოს „სამირას” დღიურების პრეზენტაცია გაიმართა
თსუ-ს სტუდენტი უნივერსიტეტში მომხდარ პროვოკაციაზე: „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ სცადა, ჩაეშალა სალექციო პროცესი, თუმცა სტუდენტების მეორე მხარემ, რომლებსაც ირაკლი კობახიძის ლექციაზე დასწრება გვსურდა, ხელი შევუშალეთ
არქივი