ამერიკელ კონგრესმენსა და მის მეუღლეს 600 000 დოლარის ოდენობით ქრთამის აღების ბრალდება წაუყენეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 04 მაისი 2024, 16:26

ამერიკელი კონგრესმენსა და მის მეუღლეს 600 000 დოლარის ოდენობით ქრთამის აღების ბრალდება წაუყენეს. როგორც „ბიბისი“ წერს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ოფიციალურად წაუყენა ბრალი ამერიკელ კონგრესმენს, ჰენრი კუელარს და მის მეუღლეს აზერბაიჯანული სახელმწიფო ნავთობკომპანიისა და მექსიკური ბანკისაგან ქრთამის მიღებაში.


ტეხასელი დემოკრატი კონგრესმენი ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა. ჰენრი კუელარსა და მისი მეუღლეს ჰიუსტონის სასამართლომ გირაო შეუფარდა. თუ მათ დამნაშავედ ცნობენ, კონგრესმენს და მის მეუღლეს რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.


წყვილს ბრალი სხვადასხვა მუხლებით წაუყენეს. მათ შორის არის შეთქმულება, ქრთამის მიღება, თაღლითობა, ფულის გათეთრება და უცხოური ორგანიზაციის აგენტებად მოქმედების შესახებ აკრძალვის უგულებელყოფა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საქმე ეხება 2014-2021 წლების პერიოდს. გამოძიების მიხედვით, ფულის სანაცვლოდ ამერიკელი კონგრესმენი დათანხმდა გავლენა მოეხდინა აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე აზერბაიჯანის სასარგებლოდ და ასევე წინ წაეწია გადაწყვეტილებები, რომლებიც სარგებელს მოუტანდა მექსიკურ ბანკს.


იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიღებული თანხით კონგრესმენმა რამდენიმე კრედიტი დაფარა და ოჯახისთვის სხვადასხვა ძვირადღირებული ნივთი შეიძინა. ცნობისთვის, ანალოგიური ბრალდება ასევე წაყენებული აქვს სენატორ რობერტ მენენდეს და მის მეუღლეს, რომელთაც ეგვიპტისა და კატარის მთავრობისგან ქრთამის მიღებაში ადანაშაულებენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პაატა მანჯგალაძე - ლიდერებს ირჩევს ხალხი, ჩვენ არავის არაფერში ვეცილებით, სალომე ზურაბიშვილს თუ უნდა, რომ იყოს პროცესის ლიდერი, იყოს ლიდერი
თეონა აქუბარდია - ახალგაზრდების ნაცვლად, პირადად მე ნამდვილად ვერ დავინახავდი აზრს დიალოგში, არა იმიტომ, რომ ვინმეს ლაპარაკის ეშინია, არამედ აზრი არ აქვს, დანარჩენი ამ ადამიანების გადასაწყვეტია
საგარეო უწყება - ევროპის საბჭოს მინისტერიალზე წევრმა ქვეყნებმა დეკლარაციაში კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
ზელენსკი: უკრაინას საკუთარი ცის დასაცავად აუცილებელი საჰაერო თავდაცვის საშუალებების რაოდენობის მხოლოდ მეოთხედი აქვს
ხორვატიის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩის ახალი მთავრობა დაამტკიცა
არქივი