საქართველოს პრემიერ-მინისტრი იაპონიის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 04 მაისი 2024, 17:25

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იაპონიის ფინანსთა მინისტრს სუზუკი შუნიჩის შეხვდა, რომელიც თბილისს აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში სტუმრობს.

საუბრის დასაწყისში იაპონიის ფინანსთა მინისტრმა ირაკლი კობახიძეს ADB-ის ღონისძიების მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

განსახილველ საკითხებს შორის იყო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და პარტნიორობის შემდგომი გაფართოების გზები.

ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე, მათ შორის, ინვესტიციების მოზიდვის, ექსპორტის ხელშეწყობის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით. ამ კონტექსტში, საუბარი შეეხო საქართველო-იაპონიის ერთობლივი ბიზნესფორუმის გამართვის შესაძლებლობას, რაც ბიზნესებს შორის კავშირების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრისას აღინიშნა აგრეთვე ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალი დონე. სუზუკი შუნიჩიმ მთავრობის მეთაურს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი იაპონიის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ღარიბაშვილი: რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ოპოზიციის მიერ გამართულ მიტინგზე გამოვიდნენ სიტყვით. რა ჰქვია ამას, თუ არა შეურაცხმყოფელი ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში? შეურაცხყოფაა, აბა რა არის?
ირაკლი ღარიბაშვილი: სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას, უკვე ეს მიდგომა არის არასწორი. ასეთი მუქარა, შანტაჟი თუ განცხადებები არ არის პროდუქტიული და შედეგის მომტანი
ირაკლი ღარიბაშვილი - ოპოზიციაში თურმე პოსტფაქტუმ იგებენ, რომ რაღაც დამატება შევიდა კანონში, რაც მიუთითებს, რომ არ არიან ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში, მათი მთავარი თემაა დესტრუქცია, ქაოსი
ირაკლი ღარიბაშვილი გამჭვირვალობის კანონზე: დაველოდოთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ვფიქრობ, ორივე მხარისგან უკვე საკმარისზე მეტი განმარტებები გაკეთდა
ირაკლი ღარიბაშვილი: პრეზიდენტად წოდებულ ქალბატონს რომ საერთოდ არ აინტერესებს არც ჩვენი კონსტიტუცია, არც ჩვენი ქვეყანა და მისი ინტერესები, ეს ცხადზე ცხადია
არქივი