პატრიარქი: გახსოვდეთ, რაც არ უნდა დიდი იყოს თქვენი ცოდვები, იმედი არ დაკარგოთ და სინანულის მადლით დაუბრუნდით ქრისტეს!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 05 მაისი 2024, 00:16

უფალმა, ადამის ცოდვის გამოსყიდვით, თავის მორწმუნეთათვის სინანული გახადა იმდენად ცხოველსმყოფელი, რომ ავაზაკს სიცოცხლის ბოლო წუთების აღმსარებლობითა და გულწრფელი სინანულით მთელი ამქვეყნიური ცოდვები მიუტევა და სამოთხის კარი გაუხსნა, რითაც თითოეულ ჩვენგანს მოგვცა იმედი სინანულის გზით ცხონებისა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.

„ეკლესიის დიდი მოძღვრები გვასწავლიან იმასაც, რომ ჩვენს პირველმშობლებს ცოდვა სამოთხეშივე რომ მოენანიებინათ, დანაშაული რომ ერთმანეთისა და მაცდურისათვის არ გადაებრალებინათ, არამედ თავიანთი ამპარტავნება და ურჩობა უფლის წინაშე გულწრფელად ეღიარებინათ, აღარ დაისჯებოდნენ.
ღვთის წინაშე შენდობა რომ ეთხოვა და ღალატის გამო შესატყვისი სინანული გამოევლინა, თვით იუდაც, პეტრე მოციქულის მსგავსად, შეწყალებას მიიღებდა, მაგრამ იგი, სინანულის ნაცვლად, სასოწარკვეთილებამ მოიცვა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

გახსოვდეთ, რაც არ უნდა დიდი იყოს თქვენი ცოდვები, იმედი არ დაკარგოთ და სინანულის მადლით დაუბრუნდით ქრისტეს! ზეციურ მკურნალს არა ჰყავს უკურნებელი სნეულნი, რადგან მისი მოწყალება და შეწევნის ძალა უნაპიროა; ოღონდ უფალს გულმოდგინება და ნაყოფი სინანულისა უნდა ვუჩვენოთ. ადამიანს ღუპავს არა ჩადენილ ცოდვათა სიმრავლე, არამედ მათი მოუნანიებლობა, გაქვავებული და გასასტიკებული გული“, - ნათქვამია ეპისტოლეში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ისსააღდგომო ეპისტოლე სრულად იხილეთ ამ ბმულზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზელენსკი: უკრაინას საკუთარი ცის დასაცავად აუცილებელი საჰაერო თავდაცვის საშუალებების რაოდენობის მხოლოდ მეოთხედი აქვს
ხორვატიის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩის ახალი მთავრობა დაამტკიცა
გივი მიქანაძე: ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის ცალსახად გაცხადებული პოზიციაა, რომ ქართული სახელმწიფო მისი სიძლიერე ოჯახსა და ოჯახის სიწმინდეზე დგას
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 19 წლის აფხაზი გოგოს „სამირას” დღიურების პრეზენტაცია გაიმართა
თსუ-ს სტუდენტი უნივერსიტეტში მომხდარ პროვოკაციაზე: „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ სცადა, ჩაეშალა სალექციო პროცესი, თუმცა სტუდენტების მეორე მხარემ, რომლებსაც ირაკლი კობახიძის ლექციაზე დასწრება გვსურდა, ხელი შევუშალეთ
არქივი