მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 05 მაისი 2024, 00:37

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. ის ერთ-ერთი მთავარი ქრისტიანული დღესასწაულია.

დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ღამისთევის მსახურება სრულდება.

აღდგომას წინ უძღვის 40–დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა. ქრისტეს აღდგომა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. სახარების მიხედვით, იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა.

თავდაპირველად მხოლოდ ვნების დღეებს ზეიმობდნენ. მხოლოდ IV საუკუნეში მიეცა აღდგომის დღესასწაულს თანამედროვე სახე. ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ 325 წელს დაადგინა ზეიმის აღნიშვნა გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო კვირას, იუდეველთა პასექის დასასრულს, უთუოდ მისგან განცალკევებით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ფრანს პრესი“ - ირანში შვიდი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ქვემო ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპელმა კოლეგამ მითხრა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისას მისი ქვეყანა მუხლებზე იყო დაჩოქილი, საქართველოს პოზიცია კი, ბრიუსელისთვის მიუღებელიაო, უნდათ, ინსტრუქცია შევასრულოთ
ირაკლი ღარიბაშვილი: ვგმობ და ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ მოძალადეები რომ გველაპარაკებიან რაღაც ცალკეულ ფაქტებზე, მიუღებელია
დიმიტრი ხუნდაძე 17 მაისის აქციაზე: ეს იყო მშვიდობიანი პროტესტი მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს წაგვართვას ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი - ეროვნული იდენტობა
არქივი