„ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა ფაქტობრივად დააანონსა შესაძლებლობა, რომ ფატალური შემთხვევა მოხდეს ამ აქციების დროს. ეს არის უმნიშვნელოვანესი და ყურადსაღები თავად აქციაში მინაწილე ადამიანებისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 06 მაისი 2024, 11:55

„ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა ფაქტობრივად დააანონსა შესაძლებლობა, რომ ფატალური შემთხვევა მოხდეს ამ აქციების დროს. ეს არის უმნიშვნელოვანესი და ყურადსაღები თავად აქციაში მინაწილე ადამიანებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.

„ნაციონალური მოძრაობა“ აკერმანის სტრატეგიის მიხედვით ყველაფერს გააკეთებს, რომ ის ინსტრუმენტები გამოიყენონ, რაც მათთვის უკვე ცნობილია. მათ შორის, მაიდანის რევოლუციური სცენარებიდან გამომდინარე და ბევრი სხვა ინსტრუქცია, რომელიც მათ აკერმანიდან აქვთ მიღებული. უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვა ხდება სამართალდამცავების მხრიდან. სამართალდამცველები მაქსიმალურად ერიდებოდნენ აქციის მონაწილეებთან უშუალოდ შემხებლობაში შესვლას. ისინი პარლამენტის შენობის შიგნითაც კი განთავსდნენ, რათა ასეთი ტრაგიკული სცენარები არ განვითარებულიყო მათივე ინიცირებით. მოვუწოდებ ყველას, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული პარტიების წარმომადგენლებს, აიღონ პასუხისმგებლობა იმ აქციების განვითარებასთან დაკავშირებით, რომელსაც თავადვე აორგანიზებენ. ასევე მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს, იმ ადამიანებს, ვისაც ჰგონიათ, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ თავიანთ გულმხურვალე პოზიციას გამოხატავენ საკუთარი ქვეყნის უკეთესი მომავლის მიმართ, ისინი არიან მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტი ბოროტი პოლიტიკური აქტორების მხრიდან“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა – „ძალიან დიდ ბეწვის ხიდზე გავდივართ, რადგან ღმერთმა დაიფაროს და რაიმე ტიპის ფატალური შემთხვევა და არავინ იცის, რა სახეს მიიღებს ის მოვლენები, რაც ჩვენს ქვეყანაშია“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარიამ ლაშხი - ფინეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისგან მივიღე მესიჯი, სადაც ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსასვლელად არც თუ ისე სწორი ადამიანი შეირჩა
მარგუს ცაჰკნა - საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის - ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი
აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან რუსეთისა და „ქართული ოცნების” დროშები დაწვეს
შარლ მიშელი - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამჭვირვალობის კანონზე ვეტო კიდევ ერთხელ გადააზრებისთვის ქმნის მომენტს - ყველა პოლიტიკოსს და ლიდერს მოვუწოდებ, კარგად გამოიყენონ შესაძლებლობის ეს ფანჯარა
რუსეთის სასამართლომ „დოიჩე ბანკის“ აქტივები დააყადაღა
არქივი