ურსულა ფონ დერ ლაიენი - დარწმუნებული ვარ, სი ძინპინი გააგრძელებს მნიშვნელოვანი როლის შესრულებას რუსეთის მიერ წარმოქმნილ ბირთვულ საფრთხეებთან დაკავშირებული დაძაბულობის დეესკალაციაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 06 მაისი 2024, 17:41

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს რუსეთის მიერ შექმნილ ბირთვულ საფრთხეებთან დაკავშირებული დაძაბულობის დეესკალაციაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

მედიის ინფორმაციით, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და სი ძინპინთან პარიზში გამართულ შეხვედრაზე სი ძინპინს მოუწოდა, გამოიყენოს პეკინის გავლენა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესაჩერებლად.

ამასთან, ევროკომისიის ხელმძღვანელის თქმით, დარწმუნებულია, სი ძინპინი გააგრძელებს მნიშვნელოვანი როლის შესრულებას რუსეთის მიერ წარმოქმნილ ბირთვულ საფრთხეებთან დაკავშირებული დაძაბულობის დეესკალაციაში.

შეხვედრის შემდეგ, ემანუელ მაკრონმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცადეს, რომ მოლაპარაკებებში პრიორიტეტული თემა ვაჭრობის საკითხი იყო და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ევროპამ ჩინეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებში თავისი სტრატეგიული ინტერესები უნდა დაიცვას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აქციების მონაწილეები დღეს ვაჟა ფშაველას, ყაზბეგის, პეკინის გამზირებისა და ჟვანიას მოედნის გადაკეტვას გეგმავენ
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი - მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, გამოიჩინონ გამბედაობა და არ გააუქმონ პრეზიდენტის ვეტო
მარიამ ლაშხი - ფინეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისგან მივიღე მესიჯი, სადაც ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსასვლელად არც თუ ისე სწორი ადამიანი შეირჩა
მარგუს ცაჰკნა - საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის - ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი
აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან რუსეთისა და „ქართული ოცნების” დროშები დაწვეს
არქივი