ლევან კალანდაძე გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 07 მაისი 2024, 13:35

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კალანდაძე გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, სვენ გიგოლდს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ურთიერთთანამშრომლობის ფორმატები, სამომავლო განვითარების შესაძლებლობები. ყურადღება გამახვილდა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, მიღებულ შედეგებზე და არსებულ გამოწვევებზე, სხვადასხვა მიზნობრივ აუდიტორიასთან თანამშრომლობის ფორმატებზე.

შეხვედრაზე, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, სალომე ქავთარაძემ პრეზენტაცია გამართა სააგენტოს უფლებამოსილებებზე და აღსრულების მექანიზმებზე, მიმდინარე და დასრულებულ მნიშვნელოვან საქმეებზე.

პარალელურ რეჟიმში სააგენტოში სამუშაო შეხვედრა შედგა გერმანული ბიზნეს-დელეგაციის წარმომადგენლებთან, რომელსაც სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი შაკიაშვილი ხელმძღვანელობდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა და ძირითადად მოიცავდა კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, სამართლებრივ პროცედურებს და აღსრულების მექანიზმებს.

გერმანული მხარის მიერ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საქმიანობა დადებითად შეფასდა. მხარეები ორმხრივ დონეზე შეთანხმდნენ, სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, სხვადასხვა პლატფორმაზე აქტიურად ითანამშრომლონ.

შეხვედრას ესწრებოდნენ - ფრანცისკა ალარიხი, საქართველოს საკითხებზე პასუხისმგებელი თანამშრომელი; სარა ცილონკა, გერმანიის საელჩოს პირველ მდივანი, ეკონომიკისა და პრესის განყოფილების უფროსი; თამარ მერმანიშვილი, სააგენტოს პროექტების მართვისა და დონორებთან ურთიერთობის მენეჯერი და GCCA-ის სხვა თანამშრომლები.

ინფორმაციას უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტის ერთადერთი შენუშვნა ვეტოდადებულ კანონზე - კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში – ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე
ემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის განცხადება - საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
პოლიციამ სენაკში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას
არქივი