მაკა ბოჭორიშვილი: მე არ ვიცი მეთიუ მილერი თავად რამდენად კარგად იცნობს ამერიკის კანონმდებლობას და თავად FARA-ს, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებმა, საქართველომ ძალიან კარგად გაიგო რას წარმოადგენს ამერიკული FARA
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
13 07 მაისი 2024, 14:17

მე არ ვიცი ბატონი მილერი [მეთიუ] თავად რამდენად კარგად იცნობს ამერიკის კანონმდებლობას და თავად FARA-ს, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებმა, საქართველომ ძალიან კარგად გაიგო რას წარმოადგენს ამერიკული FARA, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

დეპუტატი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, მეთიუ მილერის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ FARA ეხება მათ, ვინც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც არასამთავრობო ორგანიზაციების ლეგიტიმურ საქმიანობას ეწევიან.

„მე არ ვიცი ბატონი მილერი [მეთიუ] თავად რამდენად კარგად იცნობს ამერიკის კანონმდებლობას და თავად FARA-ს, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებმა, საქართველომ ძალიან კარგად გაიგო რას წარმოადგენს ამერიკული FARA და როგორ ხდება მასში ადამიანების, თუ ორგანიზაციების დარეგისტრირება. იმაზე აპელირება, რომ FARA-ში არის მხოლოდ და მხოლოდ უცხო მთავრობის მიერ დაფინანსებული პირები დარეგისტრირებული, ნამდვილად არ არის სიმართლე გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ თვითონ ვნახეთ საკმაოდ ბევრი ადამიანი მოხვედრილი FARA-ს რეესტრში, რომელიც არ წარმოადგენენ უცხო ქვეყნის ხელისუფლებას და მთავრობას. აქედან გამომდინარე, ეს არცოდნა, ან სიცრუე რისთვის არის განკუთვნილი“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი