მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რომელიც ქართველი ხალხის ნებას ეფუძნება, 31 ევროპარლამენტარის განცხადება წინ ვერ დაუდგება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
77 07 მაისი 2024, 15:12

საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რომელიც ქართველი ხალხის ნებას ეფუძნება, 31 ევროპარლამენტარის განცხადება წინ ვერ დაუდგება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი გამოეხმაურა ევროპარლამენტის 31 დეპუტატის წერილს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელსადმი. ევროპარლამენტარები ბორელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ უკვე ვიხილეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია და 31 ევროპარლამენტარს შეეძლო დაეფიქსირებინა საკუთარი მოსაზრება იმ რეზოლუციაში. არ ვიცი, სათქმელი რა დარჩათ რეზოლუციის მიღმა. თუმცა ეს არის დამატებითი ინსტრუმენტი, რომ ევროპარლამენტარები აქ რამენაირად დაეხმარონ საპროტესტო მუხტს და შექმნან დამატებით ახალი ამბავი საქართველოში. მე დავსვამდი კითხვას, რას ემსახურება და ვის ინტერესებშია ევროპარლამენტარების მსგავსი სურვილები. რამდენად არის ის ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესებში, როდესაც ხელისუფლებასაც და ხალხსაც, რომლის ნებასაც ხელისუფლება გამოხატავს, აქვს გაცხადებული სურვილი ევროკავშირში ინტეგრაციისა. საქართველოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე არ არის ხუმრობით გაკეთებული განაცხადი. ეს არის აბსოლუტურად გაცნობიერებულად გაკეთებული განაცხადი საქართველოს ხელისუფლების მიერ, რომელიც ეფუძნება, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის ნებას და მას ნამდვილად ვერ დაუდგება წინ 31 ევროპარლამენტარის განცხადება“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტის ერთადერთი შენუშვნა ვეტოდადებულ კანონზე - კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში – ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე
ემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის განცხადება - საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
პოლიციამ სენაკში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას
არქივი