გურამ მაჭარაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: გამჭვირვალობა არის ჩვენი ველი, გაუმჭვირვალობა - მათი ველი. ამას რომ ხედავს საზოგადოება, იმიტომ არ აქვთ მხარდაჭერა და არც ექნებათ არასოდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 07 მაისი 2024, 17:23

ოპოზიციამ თავად აღნიშნა და მოუწოდა თავის მხარდამჭერებს, არ შევყვეთ შინაარსში, რადგან შინაარსი მათი ველიაო. დიახ, ვეთანხმები. შინაარსი არის ჩვენი ველი, უშინაარსობა იმათი ველია, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

იგი გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა.

„საქართველოს ბიუჯეტი ხომ გამჭვირვალეა? - საერთაშორისო სტანდარტებით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ. როგორც ჩანს, დონორებს სურთ, აქ შავი ფული დახარჯონ, რათა აქ მოაწყონ დესტრუქცია. ვნახეთ აქ ქვების სროლა, ცეცხლის წაკიდება, კარების ჩამონგრევა და ასე შემდეგ. ბუნებრივია, უნდათ, რომ ამაში დახარჯული ფული არ იყოს გამჭვირვალე.

ოპოზიციამ თავად აღნიშნა და მოუწოდა თავის მხარდამჭერებს, არ შევყვეთ შინაარსში, რადგან შინაარსი მათი ველიაო. დიახ, ვეთანხმები. შინაარსი არის ჩვენი ველი, უშინაარსობა იმათი ველია; გამჭვირვალობა არის ჩვენი ველი, გაუმჭვირვალობა არის მათი ველი; დემოკრატია არის ჩვენი ველი, ძალადობა არის მათი ველი. ამას რომ ხედავს საზოგადოება, იმიტომ არ აქვთ მხარდაჭერა და არც ექნებათ არასოდეს“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი