მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ საფრთხეს, შეუსაბამობას ან შეუთავსებლობას გამჭვირვალობასა და ევროპულ მომავალს შორის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
21 07 მაისი 2024, 18:10

ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ საფრთხეს, შეუსაბამობას ან შეუთავსებლობას გამჭვირვალობასა და ევროპულ მომავალს შორის. მით უმეტეს მაშინ, როცა მსგავს საკითხებზე კიდევ უფრო აქტიურად მსჯელობენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და თავად ბრიუსელში, ევროკავშირის დონეზე, - ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ ფონზე რთულია პარტნიორების განცხადებების ახსნა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით.

„თუკი რაიმე სამართლებრივი არგუმენტი არსებობს, იმისთვის, რომ კარგად დავინახოთ, რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა შეუთავსებელი ევროპულ მომავალთან, განვიხილავდით ამას. მაგრამ მსგავსი არგუმენტი არ არსებობს. მხოლოდ და მხოლოდ განცხადებები“, - აღნიშნა დეპუტატმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ძალიან აფასებს უცხოელი პარტნიორების პოზიტიურ საქმიანობას, თუნდაც არასამთავრობო სექტორი მეშვეობით.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს ეს კითხვები დასასმელი - რატომ ნერვიულობენ ასე გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, რა არის დასამალი, თუკი ჩვენ ვსაუბრობთ საერთო კეთილ მიზანზე, რომელსაც ჰქვია საქართველოს განვითარება და ევროკავშირში ინტეგრაცია“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი